Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ადრე სიკვდილა მიტუა მერქვა, ახლა კიდევა კოვიდა მიტუად გადამაკეთეს” – კახელების ხუმრობები კორონავირუსზე

April 26, 2020
“ადრე სიკვდილა მიტუა მერქვა, ახლა კიდევა კოვიდა მიტუად გადამაკეთეს” – კახელების ხუმრობები კორონავირუსზე

“კახელები ხუმრობენ, კორონამ კახეთი ჩააჩუმა, გურჯაანში გიორგი­ მახარაშვილი რომ დააცემინებს, თელავიდან მეფე ერეკლე ეხმაურება – ჯანი, გიორგიო, ჯანიო!”

კორონავირუსმა ყველას აგვირია ცხოვრება, თუმცა ვიცით, რომ ყველაფრის საუკეთესო წამალი მაინც ოპტიმიზმი და იუმორია, რაც ჩვენს კახელებს მშვენივრად გამოსდით. მართალია, ზოგი ამბობს, კორონამ კახეთი ჩააჩუმა, გურჯაანში გიორგი მახარაშვილი რომ დააცემინებს, თელავიდან მეფე ერეკლე ეხმაურება – ჯანი, გიორგიო, ჯანიო, მაგრამ არც ასეა საქმე. კორონავირუსი საქართველოში ხეირიანად ფეხშემოდგმულიც არ იყო, რომ კახეთში კორონამეტსახელებიც მოიგონეს
და დეფიციტად ქცეული ნიღბებიც შეკერეს. ჰოდა, დადიან ახლა პირბადიანი თუ უპირბადო კორონაანთ გივია, კლასტერა თამაზა, უარყოფითა მიხო, კოვიდა მიტუა, კარანტინა მაყვალა და ხუმრობენ! ჰო, ნუ დაგავიწყდებათ, რომ კახეთი ჯერ ისევ “მწვანე ზონად” ითვლება.

ჩვენ კარდანახში კოვიდა მიტუას, იგივე­ მიტო პარწანკანაშვილს დავუ­კავშირდით­ და ცხელ-ცხელი კორონაამბები გამოვკითხეთ.

– ხო გეუბნებოდით, თქვე კაი ხალხო, ხაშლამა, ჩაქაფული, წალამზე შემწვარი მწვადი, კაი ტანინიანი ღვინო, პური და ზედ ჭაჭის არაყი დედაი ტირობს-­მეთქი ვირუსებსა! ენდე თუ არა – კახეთში კორონა ჯერ არ შემოსულა!

– ძალიანაც ნუ გაუთამამდებით კახელები ამ ვირუსს. ისე, თქვენისთანა ხალხს მართლაც არ უნდა შეეშინდეს. იმუნიტეტიც­ გაქვთ და კარგი განწყობაც, ეს კი ვირუსს წარმატებით ებრძვის. ამას ისიც დავუმატოთ, რომ კახელები წესებს იცავთ და ვენახებში სამუშაოდაც კი ნიღბებით დადიხართ.
– მა რას ვიზამთ, როცა პატრული მაგ პირბადითვინა ვენახებში დასდევს ხალხსა! ჰოდა, ზოგმა სტოლსაფარი დახია, ზოგმა კიდევ – ფარდა. ალალი იყოს, არ გვენანება! ზოგსაც პატრული იმიტომ გამაეკიდა, მანქანაში სამზე მეტი რითვინა სხედხართო! ჩვენი მეზობელი კარანტინა გელა სწორედ მაგითვინ დააჯარიმეს 3.000 ლარითა, რო დედაკაცი და ორ ბალღი მიჰყავდა ვენახში სამუშაოდა! ცოდვა გამხელილი ჯობს და კარანტინა გელამა ცოტა მეტიცა ქნა – 20-ლიტრიანი შტოფიც წაიღო ვენახში და უკანა კიდევა ცარიელა წამაიღო. ახლა ამბობს, მა რა უნდა მექნა, საცა ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია თოფი, აი, იმ დღიდან მიყვარს 20-ლიტრიანი შტოფიო. ისე, ხალხი იმასაც ამბობს, არჩევნები რომ მოვა, მთავრობა კორონაჯარიმებს ყველას მოუხსნის ხმები გულითვინაო! მაგაზე არაფერი გაგიგიათ? გააგრძელეთ კითხვა…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge