“41 $ მილიონს ვჩუქნი TV იმედს!!თქვენ გადახვედით შემდეგ ტურში“
წერს სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის მეუღლე, თეა მარტყოფლიშვილი.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოსო გოგაშვილის დაყადაღებული ქონება 15 მილიონ ლარს აღემატება.
მედიის ცნობით, ამ ქონების ჩამონათვალშია ძვირადღირებული სახლები, მიწის ნაკვეთები, სასტუმროები, ავტომანქანები და სხვადასხვა ქონება. მათ შორის დაყადაღებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი თბილისში, სასტუმრო „ხირსა“ ქალაქ სიღნაღში, მიწის ნაკვეთები თბილისში, ბაკურიანში, მცხეთასა და ბორჯომში.
„ქრონიკისთვის“ ასევე ცნობილი ხდება, რომ გოგაშვილის საკუთრებაში იყო 15-ზე მეტი ძვირადღირებული ავტომანქანა.
ცნობისთვის, გოგაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე
920 ნახვა