საბა ილურიძე მძიმე სენთან ბრძოლის დროს გარდაიცვალა, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში საბას დედა გვანცა თათრიშვილი აქვეყნებს.
“დავიღუპეეე…აღარ მყავს #საბააა….გვაპატიეთ ყველამ….მეტს ვეღარ გაუძლო ჩემმა პატარა ბიჭმაა…”, – წერს საბას დედა.
საბას გარდაცვალებას ეხმაურება ოჯახის ახლობელი ზეინაბ ციფთაური და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“საბა ბიჭი გაფრინდა…იქ მაღლა , ანგელოზთა გვერდით დაიმკვიდრა ცათა სასუფეველი…დიდი გულის ტკივილით ვუსამძიმრებ ყველა ოჯახის წევრს , ყველა ახალგორელს და მთელ საქართველოს ამ გმირი ბიჭის გარდაცვალებას…გვანცა შვილო ღმერთმა მოგცეს გამძლეობა”, – წერს ზეინაბი.