“9 სექტემბერი დაიწყო. 2019-ში, ამ დღეს, ზუსტად 21:00, ეთერში პირველად გავიდა “მთავარი არხი”. არასდროს ცხოვრებაში ამდენი ენერგია არ დამიხარჯავს, ამდენი არ მინერვიულია, ასე არ გამოვფიტულვარ. მაგრამ არც არასდროს ასეთ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობა არ მიმიღია და არასდროს ვყოფილვარ შედეგით ასე ამაყი და კმაყოფილი.
დღეს, 3 წლის თავზე, მთავარის გუნდმა შეძლო 20 დღეში ტელევიზიის დაარსების რეკორდის მოხსნა და ახლის დამყარება – გაუძლო რამდენიმეთვიან უმძიმეს პერიოდს და არხი არა თუ შეინარჩუნა, არამედ გააუმჯობესა და გააძლიერა.
სწორედ ჩემი გუნდის ეს წარმატება მიმაჩნია ჩემს მთავარ წარმატებად. ყველაზე შესანიშნავი ზუსტად იმის გაცნობიერებაა, რომ სწორი ხალხი შეკრიბე, ვინც შენს გარეშეც შეძლებს საქმის კეთებას!
მიყვარხართ მთავარარხელებო, ვამაყობ თქვენით და ძალიან მენატრებით.
გკოცნით, ნიკა” – წერს ” მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია.
1,473 ნახვა