მამუკა ონაშვილის და, მაიკო ონაშვილი ძმის შესახებ საუბრობს და მის ტრაგიკულად დაღუპვას იხსენებს.
მომღერალის დამ ძმა “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში” გაიხსენა.
“ჩვენ სულ ვმუშაობდით, 2011 წლიდან 2019 წლამდე საქართველოში არ ვიყავით, მე მასთან ერთად ვცხოვრობდი. მოვიარეთ სხვადასხვა ქვეყნები შრომისმოყვარე იყო და ბოლოს დეპრესიამაც შეიპყრო. ამის მიზეზი იყო ის, რომ დაჯდა სახლში, მოეშვა. ბოლო პერიოდში ჰქონდა რაღაც პატარა სამსახურები – ქორწილები, დაბადების დღეები და ასე შემდეგ. კარგი მეგობრები ჰყავდა. ახლა რომ ენახა ხალხის რეაქცია, რაც მოყვა მის გარდაცვალებას, დაირცხვენდა და იტყოდა, არ დამიმსახურებიაო.
რაც შეეხება ტრაგედიის დღეს, 4 მეგობარი წავიდა საჭმელად საღამოს. დაწვრილებით არც ვიცი, რა მოხდა. არ ვიცი რატომ გამოვიდნენ რესტორნიდან და რა მოხდა იქ. თავად საჭესთან არ იჯდა. ამოაყირავა იმ ბიჭმა მანქანა. მე სულ იმას ვეჩხუბებოდი ხოლმე, ღამე ნუ ჭამთქო და თურმე რით უნდა დაღუპულიყო. ალბათ ეს იყო მისი ბედი… ავარიის შესახებ მეორე დღეს გავიგე, ბოლო წუთამდე საღ გონებაზე იყო და კატეგორიულად გააფრთხილა მეგობრები, რომ დედაჩემს და მაიას არ უთხრათო” – განაცხადა მომღერლის დამ.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევას მომღერალი მამუკა ონაშვილი ემსხვერპლა. იგი ნატახტართან ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც მძიმედ დაშავდა. ავტომობილი, რომელშიც, ონაშვილი მძღოლის გვერდით იჯდა, გადაბრუნდა. საჭეს 22 წლის ბიჭი მართავდა, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.
660 ნახვა