“სრულყოფილება ფიზიკური არასრულყოფილებისა… ჩემთვის ყოველთვის გამოცანად რჩებოდა, თუ რატომ ხარჯავენ ქალები (და უფრო და უფრო მეტი კაცი) მთელ ქონებას სრულყოფილი ცხვირის, ტუჩების, კბილების, ყბის ხაზის, თვალების, მკერდის, საჯდომის და ა.შ. ესთეტიკურ ქირურგიაში.
ხალხი ფიქრობს, რომ თუ ‘სრულყოფილდებიან’, ამით მოიპოვებენ დაუძლეველ მომხიბლაობას… ასეთი აზროვნებისას საკითხი ორგვარად დგას: პირველი, ყველა, ვინც ესთეტიკურ ოპერაციებს მიმართავს, მეტნაკლებად ერთმანეთს ემსგავსება, ერთ ყალიბში ჩამოსხმულივით, ეს კი ეწინააღმდეგება მთავარ მიზანს- სხვებისგან განსხვავებულობას. მეორე, სრულყოფილება ზოგიერთს აშინებს; სრულყოფილად ლამაზ ქალებსა და კაცებში არის რაღაც ღვთიური; რაღაც, რაც მათ ხელშეუხებელს ხდის მოკვდავთათვის. ეს ასახვას ჰპოვებს შესანიშნავი და უფრო ხშირად, ყველაზე საინტერესო ხალხისგან დისტანცირებაში. თუმცა, და სრული პატივისცემით ზოგიერთი იმ ადამიანის მიმართ, ვინც პლასტიკურ ქირურგიას მიმართავს და ვისთვისაც მთავარი მათი თვით-აღქმა და თვით-შეფასებაა, ამ ორ საკითხს შეიძლება უზარმაზარი ფსიქოლოგიური გავლენა ჰქონდეს მათ ბედნიერებაზე, ასეთ შემთხვევაში ამ ხალხისთვის პლასტიკური ქირურგიის როლის დაკნინება არ იქნება გამართლებული, რადგანაც გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენ როგორ აღვიქვამთ ჩვენს თავს, ვიდრე როგორ აღგვიქვამენ სხვები.
როგორც მამაკაცი, მე ქალბატონებში ყოველთვის ვპოულობდი არასრულყოფილების იმ პატარა შტრიხს, რომელიც მათ ხასიათს, შარმსა და ქარიზმას სძენს, და სწორედ ეს ხდის მათ უკიდურესად მომხიბლავს. ასევე, ზოგიერთ ქალსა და კაცს, რომლებიც ფიზიკურად სრულყოფილნი არიან, მიდრეკილება აქვს ფიზიკურ მონაცემებზე გადაჭარბებული კონცენტრირებისკენ და ნაკლებად-ინტელექტზე, რაც მათ ნაკლებად სრულყოფილს ხდის.