“მთავარი არხის” ჟურნალისტი ბექა ყორში სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კარგარეთელის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე საუბრობს:
სიტყვას არ ვაჭარბებ. ღამეა. კარგარეთელის ქუჩიდან ავაჭერი კონსტიტუციის ქუჩაზე. 3-4 შუა ხნის ტიპი ზის სახლის წინ, პატარა კიბეზე, ორი მანქანაშია, ერთიც პირველი სართულის აივნიდან იყურება. რაღაცაზე ბაზრობენ ძაან ხმამაღლა, თან იგინებიან. ამათ შორის გავდივარ, როცა კიბეზე მსხდომთაგან ერთ-ერთი მაჩერებს და მეკითხება:
– სადაა ?
– რა სადაა ? – ვპასუხობ.
– სადაათქო ?
– რა სადაათქო ? – ვიმეორებ და თან იმასაც ვხვდები, რომ ეს “სადაა ?” ჩემს საფულეს არ მიემართება, არც ტელეფონს მაინც და მაინც. ვინმე ადამიანზე ხო არ მეკითხებიან-მეთქი, ამ ფიქრებში ვარ, როცა მანქანაში მჯდომი ხმას ორი ტონალობით მაღლა უწევს:
– რო გეკითხებიან, უპასუხე, სადაა ? – ვგრძნობ რო ახლა მაგრად გამიფენენ, მარა თან ის მაიმედებს, რო სანამ გონებას დავკარგავ, უსაზიზღრესად შემიძლია ვიგინო.
მე რო სახისძვლები მეკტინება, ეგრე უნდა ეტკინოთ ამათ გულები ჩემი გინების შემდეგ.
– რა სადაა ? – კიდევ ვიმეორებ. ოდნავ გაეხსნა სახე და მპასუხობს:
– სიუჟეტი სადაა ? ველოდებით აქ ხალხი კვირეებია.
სიუჟეტების კეთების გამო მზად ვიყავი, რო ქოცების შპანა ერთხელაც გამიფენდა, მარა არგაკეთების გამო თუ ამ საფრთხის წინაშე დავდგებოდი, ნამდვილად არ მეგონა