Wednesday, September 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“საქართველოში არის მაღალი ინფლაცია, არ შემოდის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია” – რას აცხადებს თაზო დათუნაშვილი

September 2, 2026
” ეს არის ალტერნატიული გზით, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთისთვის ისეთი პროდუქციის მიწოდება, რომელიც უჭირს” – რას ამბობს თაზო დათუნაშვილი აფხაზეთში საწვავის შეტანაზე

ხელისუფლების ეს მცდელობა, ეძებდეს მტერს კერძო სექტორის რომელიმე მოთამაშეში, სრული უგუნურებაა. ამ შემთხვევაში სუპერმარკეტების დემონიზება და დამატებითი რეგულაციების დაწესება ამ ორ აგენტს – დისტრიბუციასა და სუპერმარკეტებს შორის ურთიერთობაში, არაფერი კარგის მომტანი არ არის,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

ის ამგვარად გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მთავრობა სურსათის მიწოდების ჯაჭვში მყიდველებსა და მიმწოდებლებს შორის არსებული მოლაპარაკებითი ძალაუფლების დისბალანსის აღმოსაფხვრელად სპეციალური საკანონმდებლო რეგულირების შემოღებას გეგმავს.

თაზო დათუნაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი რეგულაციები არ არის რეალურ შედეგზე, ანუ სურსათზე ფასის კლებაზე ორიენტირებული, რადგან „სურსათის მაღალი ფასი პირველ რიგში ქვეყანაში არსებული ინფლაციისა და ინვესტიციების ნაკლებობის შედეგია“.

„პირველ რიგში, ეს ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს იმ უმძიმეს საფასო კრიზისზე, რომელიც ამ ქვეყანაში არის. სასურსათო პროდუქტებზე ფასი არ შემცირდება ამის გამო, გააგრძელებს ზრდას, იმიტომ, რომ ეს უფრო მძიმე ეკონომიკურ ფაქტორებზეა მიბმული. გამოიწვევს, პირიქით, სერიოზულ პრობლემებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, სადისტრიბუციო კომპანიებისთვის, რადგან სუპერმარკეტებს აქვთ ამის შესაძლებლობა, რომ ძალიან მარტივად ჩაანაცვლონ, უბრალოდ აღარ მიიღონ. არაფერი კარგის მომტანი არ არის მათ ურთიერთობაში ჩარევა. ბიზნესის აქტორები უფრო ეფექტურად დაალაგებენ ერთმანეთთან ურთიერთობას, ვიდრე სახელმწიფო რეგულაციები. სრული ნონსენსია, უგუნურებაა, არაფერი კარგის მომტანი არ არის. რა მიზნითაც აკეთებენ ამ ყველაფერს, ეს მიზანი არ იქნება მიღწეული, იმიტომ, რომ საფასო პოლიტიკა არის აბსოლუტურად სხვა საკითხი, ფასების ზრდა ამ ქვეყანაში დამოკიდებულია იმაზე, რომ საქართველოში არის მაღალი ინფლაცია, არ შემოდის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია და ქართული ეკონომიკა არ არის დაფუძნებული მდგრად მაჩვენებლებზე, რომელიც ვითარდება“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტით განისაზღვრება აბსოლუტურად აკრძალული და პირობითად დასაშვები სავაჭრო პრაქტიკები, ასევე კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო და პასუხისმგებლობის სისტემა.

ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებულ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.

როგორც შესაბამის დოკუმენტში ვკითხულობთ, სურსათის მიწოდების ჯაჭვში არსებობს მოლაპარაკებითი ძალაუფლების არსებითი დისბალანსი. მყიდველები მიმწოდებლებს ცალმხრივად და უსამართლოდ უწესებენ პირობებს, მათ შორის, გადახდის გადავადებას, შეკვეთების დაგვიანებით გაუქმებას, თაროზე განთავსებისა და მარკეტინგის ხარჯების დაკისრებას და ა.შ., რაც საფრთხეს უქმნის სასურსათო ჯაჭვის მდგრადობას

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იქნებ, კიდევ ერთი წერილით მიმართოთ საზოგადოებას, სადაც აგვიხსნით, საიდან მოიპოვეთ ამდენი ფული და ძვირფასეულობა, რომელსაც სახლში მალავდით – რას ამბობს ვლადიმერ ბოჟაძე
  • დაპირისპირება „ბათუმი პლაზასთან“ – სიგარეტებით მოვაჭრე კაცი დაკავების დროს შეუძლოდ გახდა
  • “საქართველოში არის მაღალი ინფლაცია, არ შემოდის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია” – რას აცხადებს თაზო დათუნაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge