ლევან კბილაშვილის დედამ მელიტა ფურცელაძემ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა და გარდაცვლილ შვილზე ისაუბრა:
“გულმართალი, ალალმართალი, ვალმოხდილი ოჯახის, მეგობრების, ქვეყნის და განსაკუთრებით ჩემს წინაშე…დედის, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა და არასდროს,არსად,არაფრის ფასად არ შეურცხვენია. ალბათ ამიტომაა, რომ ჩემი ტელეფონი არ ჩერდება, უამრავი უცხო ადამიანი მწერს მადლობის სათქმელად . მე სხვა რა მეთქმის …. გაიხარეთ, უფალი გფარავდეთ, ლევანიკოს კი ასე გეტყვით – გენაცვალეთ თქვენ -.
წერა დავამთავრე და ქუჩაში მიმავალი მაქანიდან ლევანიკოს ნამღერი “ჯანაია” მოვისმინე . რა ვიცი, გადმოცემა შეუძლებელია ამ ყველაფრის!!!!” – წერს ლევან კბილაშვილის დედა