ზემო რაჭაში მომხდარ ავარიას ძმები, ნიკა და თორნიკე გაგნიძეები ემსხვერპლნენ. მალევე ცნობილი გახდა, რომ ნიკა გაგნიძე ანსამბლ “ძირიანის” წევრი იყო. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. არსებული ინფორმაციით, ნიკა და თორნიკე გაგნიძეებთან ერთად, ავტომობილში იმყოფებოდა მათი ბიძაშვილიც, რომელიც მძიმედ არის დაშავებული.
“როგორ მატკინეთ გული ჩემო ტკბილო მეგობრებო,ვერ ვიჯერებ. მახსოვს წლების წინ ძალიან მალე შემაყვარეთ თავი და მთელი ცხოვრება მემახსოვრებით, ვიზიარებ ენით აღუწერელ ოჯახის მწუხარებას, უფალს ებარებოდეთ”.
“გამორჩეულად კეთილი და ღიმილიანი ადამიანი. სიცოცხლით სავსე. რა დაუნდობელია ეს ცხოვრება, საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ძმები ნიკა და თორნიკე გაგნიძეები გარდაიცვალნენ, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ანსამბლ ძირიანს და სრულიად საქართველოს“- წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ძმების მეგობრები.