ქართველი სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და საზოგადოებას აუწყებს, რომ ბუჩაში საბავშვო ბაღის მშენებლობის შესახებ მემორანდუმი უკვე გაფორმებულია ბუჩას მერთან:
„არ გაბედოთ ჩემი გაღვიძება, მშვენიერ სიზმარში ვარ!
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ულამაზესი ბუჩას მერთან მემორანდუმი გავაფორმეთ.
ბუჩას რუკა და სიმბოლური მედალიონი მაჩუქეს.
ვიწყებთ, ვიწყებთ, ვიწყებთ.
რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!
Happy independence day Ukraine“.