ქართველმა მომღერალმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ 84 წლის იუბილეზე მოწყობილი გრანდიოზული კონცერტის შემოსავლით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიკროავტობუსი უყიდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“გულითადი მადლობა ვახტანგ კიკაბიძეს, იმ ადამიანის საქციელისთვის, რომელსაც გული სტკივა უკრაინის გამო და ისურვებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებას რუს ოკუპანტებზე”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მიკროავტობუსი უკვე ჩაიყვანეს უკრაინაში და მალე გადასცემენ საარტილერიო ბრიგადას.
“მადლობა ღირსეულ ადამიანს!….დიდი მადლობა ამ საქციელისთვის!…ის დიდი ადამიანი და ჩვენი დიდი მეგობარია!”, – უკრაინელები მადლობის სიტყვებს არ იშურებენ კომენტარებში.