22 წლის ნიკა ანგურიძე, ამერიკაში მცხოვრები ქართველია, რომელიც ამერიკელ კონგრესმენს მიშელ ბონდს 23 აგვისტოს ჩანიშნულ არჩევნებში გასამარჯვებლად ეხმარება.
წარმატებულმა ქართველმა ახალგაზრდამ სოციალურ ქსელში მიშელ ბონდთან და ტეხასის კონგრესმენთან ტედ კრუზთან ერთად გადაღებული ფოტოები ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში განათავსა.
“შევხვდი მიშელ ბონდს. განვიხილეთ არჩევნები, რომელიც 23 აგვისტოს გაიმართება. ძალიან კმაყოფილი დავრჩი კონგრესმენთან მუშაობით. ვაფასებ თქვენს ვიზიტს საქართველოში, სადაც მიმოიხილეთ ქვეყნის ბიზნეს გარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები.” – წერს ახალგაზრდა

“შევხვდი სენატორ ტედ კრუზს (ტეხასის სენატორი) რომელიც გამართულ ღონისძებაზე მიშელ ბონდის მხარდასაჭერად მოვიდა. მიშელი ბიზნესმენია, რომელიც კონგრესში ნიუ-იორკის ხალხის წარმომადგენელია. ტედ კრუზთან ერთად განვიხილე თემები, რომლებიც დაკავშირებულია დღევანდელ პრობლემებთან, როგორიცაა ინფლაცია და არალეგალური იმიგრაცია. ” – წერს ნიკა ანგურიძე

