სცენარისტი ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პოლიტოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილის დაღუპვას ეხმაურება:
„დასწავლილ-დაზეპირებული კლიშეებით აზროვნებამ იცის ფსევდოჰუმანიზმი, ფსევდოპატრიოტიზმი, ფსევდოემპათია და ფსევდოშურისძიებაც. ყველა შვილი ცოდო არ არის, ისევე, როგორც ყველა რუსი არ არის ოკუპანტი“ – წერს დევდარიანი.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი 21 აგვისტოს ავტომობილში ააფეთქეს.