ალეკო ელისაშვილი რუსთავის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში 2 ოქტომბრის ბუნტზე სააპელაციო სასამართლოს დარბაზში საუბრობს.
პატიმარი პოლიტიკოსი, რომელიც სასჯელს იმ ციხეში იხდის, რომელშიც გიორგი დავითაძე, ამბობს, რომ პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი პატარიძის მიერ ბადრაგეებისთვის გადახდილი მადლობის შემდეგ “ციხე დაინგრა”.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც გიორგი დავითაძე პატიმრის მხრიდან გაუპატიურებაზე ისაუბრა და 10-მდე ბადრაგი ძალადობაში დაადანაშაულა, ციხეებსი უფროსმა მეექვსე პენიტენცირუი დაწესებულების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სწორედ ამის შემდეგ გადაიჭრა ვენები ორმა პატიმარი.
ელისაშვილის თქმით, ბუნტის შემდეგ ბადრაგებმა დაახლოებით 9 პატიმარი გაიყვანეს საკნებიდან.
2 ოქტომბერს იყო ნამდვილი ბუნტი. 20-მდე ბიჭი გაიყვანეს და გთხოვთ გააკეთეთო, დაანგრიეს ბიჭები
ჩემ გარდა დეესკალაცია ყველას აქვს გავლილი და ყველა მიხვდა რომ ეს სტანდარტი არ იყო. ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია.
როგორც კი პენითენციურმა მადლობა უთხრა ბადრაგებს, მაშინ დაიწყო ნგრევა. არაფერი ხდებაო თქვეს, მაგრამ 5 საათი რა ხდებოდა მე ხომ ვიცი.
ჩემს დერეფანში დღემდეა დალუქული საკანი, იმიტომ რომ პატიმარმა ჩაამტვრია ფანჯარა და ვენები გადაიჭრა. სისხლით იყო მოსვრილი საკანი. მეორემაც გააკეთა იგივე, იმ მეორემ მელაძის აგდაცემაშიც მოყვა ამის შესახებ.
9 პატიმრის სახელი და გვარი ვიცი, ვინც გაიყვანეს.
2/3 დღეააა ფეხის წვერებზე დადიან, ყველას თავს ევლებიან, რამდენიმე ბადრაგის გამო, ყველას არ უნდა მოეცხოს ჩირქიო. 1200 ლარად მუშაობენ ეს ადამიანები, ბევრი ღირსეულია”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
