სცენარისტი, ქეთი დევდარიანი რუსი პოლიტოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დასწავლილ-დაზეპირებული კლიშეებით აზროვნებამ იცის ფსევდოჰუმანიზმი, ფსევდოპატრიოტიზმი, ფსევდოემპათია და ფსევდოშურისძიებაც. ყველა შვილი ცოდო არ არის, ისევე, როგორც ყველა რუსი არ არის ოკუპანტი“, – წერს დევდარიანი.
ცნობისთვის, მოსკოვის გარეუბანში კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინის ავტომობილი აფეთქდა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა.