უჯარმაში, მდინარე იორის არხში, 16 და 21 წლის ძმების ცხედრები იპოვეს. ინფორმაცია “მიქსმეტრონომს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა გვიან ღამით იპოვეს.
როგორც “ამბები ჯი” წერს, გარდაცვლილი ძმები ნიკა და ივიკო მხარაობლიშვილები არიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მამიდაშვილთან ერთად, მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას, სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.
– ცხედრები გვიან ღამით იპოვეს მაშველებმა. ბიჭები სოფელში სტუმრად იყვნენ, დედა ჰყავთ უჯარმელი, ბებია-ბაბუასთანიყვნენ ჩამოსულები, თბილისელები არიან. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ერთი ძმა მერეს დასახმარებლად შევიდა წყალში. სამწუხარო ამბავი მოხდა. ოჯახს მხოლოდ ერთი შვილი დარჩა.
ადგილზე სამაშველო ბრიგადა ძებნის ოპერაციას უკვე რამდენიმე საათია აწარმოებდნენ. სოფელში ამბობენ, რომ ახალგაზრდები ადგილობრივები არ არიან და უჯარმაში სტუმრად ჩავიდნენ.