ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც ოჯახის უკიდურესი გაჭირვება და სიღარიბეა ასახული:
“#გააზიარე #სხვამაცნახოს მჯერა კეთილი ადამიანების, მართლა მჯერა…
მეგობრებო, ეს ვიდეო რომელიც კი, ცოტა დიდია მაგრამ მინდა, რომ ყველამ გულთან მიიტანოთ, არასოდეს მსგავს სიტუაციაში ჯერ ადამიანი არ მინახავს!
ქალზე გიყვებით, რომელსაც მეუღლე 14 წლის წინ დაეღუპა და შვილი ობლად გაზარდა, 13 წლის წინ მაზლმა გაუყიდა ყველაფერი და 13 წელია აი აქ ცხოვრობს. არ აბადია ქვეყნად არაფერი და არავინ, ცხოვრობს ფარდულში, მიწაზე. დანარჩევი ვიდეოში იხილეთ”, – წერს ჭაბაშვილი და ვიდეოს ავრცელებს.