Friday, November 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ერთი აგური ივანიშვილისთვის ძირის გამოთხრის გზაზე” – ჩერგოლეიშვილი

November 27, 2026
ბიძინა ივანიშვილი ვერ ლაგდება ტრამპთან, რადგან ტრამპს სჭირდება არა იმდენად დემოკრატია, რამდენადაც სტაბილურობა და ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში სტაბილურობას ვერ აღწევს – თამარ ჩერგოლეიშვილი

“ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ერთი აგური ივანიშვილისთვის ძირის გამოთხრის გზაზე” – ამის შესახებ “პირველებთან” პარტია “ფედერალისტების” ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ივანიშვილის მიერ პოლიტიკოსების, მათ შორის მისი ყოფილი თანაგუნდელების ციხეში გამოკეტვას დასავლეთი ურეაქციოდ არ დატოვებს.

“ჩვენ ხომ ისიც გვახსოვს, როგორ იმშვიდებდნენ თავს, რომ არანაირი სანქციები არ იქნება და არ დაგვასანქცირებენ, მარა ნუ ფაქტია, რომ დასანქცირებულები არიან, წყობიდან გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და 20-ზე მეტი „ქოცი“ ციხეში ჩასვა ეხლა. მაგას შემდეგი მთავრობა ვერ იზამდა ისე მოხერხებულად, როგორც ბიძინამ გაავლო მუსრი ისევ თავისივე ბაზას და ეს ყველაფერი არის საერთაშორისო სანქციების, საპარლამენტო რეზოლუციების, ქართველი ხალხის წინააღმდეგობის — აი ამ ყველაფრის დამსახურება. კომპლექსურად უნდა შევხედოთ ევროპარლამენტის რეზოლუციასაც, ისიც არის ერთი აგური ბიძინა ივანიშვილისთვის ძირის გამოთხრის გზაზე.“- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.”

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია – „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ – 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირს შეინარჩუნოს კოორდინირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზნობრივი სანქციების დაწესებას, მათ შორის, აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლისა თუ ტრანზიტის აკრძალვას, დემოკრატიულ უკუსვლაზე, კანონის უზენაესობის შელახვასა და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირების წინააღმდეგ“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რაც წუხელ ბათუმში ვნახეთ, პოლიციელების მხრიდან ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითია – უფლებადამცველი
  • რა ხდება ამ წუთებში საბურთალოს “სითი მოლში”? – კადრები ადგილიდან
  • “ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ერთი აგური ივანიშვილისთვის ძირის გამოთხრის გზაზე” – ჩერგოლეიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge