Friday, November 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ხვალ, 28 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, მოვუწოდებ საქართველოს პატრიოტებს, შევიკრიბოთ ავლაბრის მეტროსთან” – რას აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი

November 27, 2026
“ხვალ, 28 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, მოვუწოდებ საქართველოს პატრიოტებს, შევიკრიბოთ ავლაბრის მეტროსთან” –  რას აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი

“ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა საკუთარ მხარდამჭერებს 28 ნოემბერს, ავლაბრის მეტროსთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, საჭიროა ბრძოლის ბოლომდე მიყვანა და ამისთვის კი ყველა უნდა შეიკრიბოს, რათაც აჩვენონ რომ ვერ გატეხეს და ვერ დააშინეს ხალხი.

“ხვალ, 28 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, მოვუწოდებ საქართველოს პატრიოტებს, შევიკრიბოთ ავლაბრის მეტროსთან. ნაციონალურ მოძრაობას, როდესაც, რომ ტრადიციულ მარშს, შაბათის მარშს შეუერთდება საღამოს 7 საათზე, მათ შორის იცით, რომ ჩვენი პატრიოტები, ასევე ჩვენი თანამებრძოლები შეიკრიბებიან თსუ-თან იმავე დროს და ერთად დავიძრებით თავისუფლების, ერთ დროს დავიძრებით თავისუფლების მოედნისკენ.

ეს არის კულმინაციური მომენტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა დაიწყეს გადამწყვეტი ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისთვის 2 წლის წინ, გამოიწვიეს დუელში ქართველი ერი და ქართული სახელმწიფო, შეცვალეს კონსტიტუცია და განახორციელეს უპრეცედენტო ბოლშევიკური ტიპის რეპრესიები, თავისუფალი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

ამ დროს ჩვენ არ გავტყდით, გავაგრძელეთ ბრძოლა და უკვე მკაფიო ნიშნებია იმის, რომ გატეხვით ტყდება ივანიშვილის რეჟიმი — ერთმანეთი დაასმინეს, ერთმანეთი დაიჭირეს, ერთმანეთს ესროლეს და ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, ჩვენ უნდა შევიკრათ, ისევ უნდა ავიღოთ ხელში ინიციატივა და დავიბრუნოთ ძალაუფლება, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა იმ ბანდას, რომელმაც მიიტაცა ეს ძალაუფლება და რომელიც ემსახურება ამ ქვეყნის უბოროტეს მტერს, კრემლს და რუსეთს.

ამიტომაც ყველას მოგიწოდებთ, ბრძოლა უნდა მივიყვანოთ გამარჯვებამდე, ყველა უნდა შევიკრიბოთ 28-ში და უნდა ვაჩვენოთ, რომ ვერ გაგვტეხეს, ვერ დაგვაშინეს და პირიქით, ჩვენ კვლავინდებურად გავალთ რუსთაველზე, კვლავინდებურად გავალთ თავისუფლების მოედანზე და დავანახებთ ჩვენს სიმრავლეს და ჩვენს ძალას ყველას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

და რა თქმა უნდა, რეჟიმი, რომელიც ებრძვის ქართულ ეკლესიას, რეჟიმი, რომელიც ქართველებისგან ცლის საქართველოს, რეჟიმი, რომელიც აღარიბებს საქართველოს მოსახლეობას, რომელმაც თაღლითობის ცენტრად აქცია საქართველო და რომელმაც ქართველებს დაუკარგა პერსპექტივა ამ ქვეყანაში — ეს რეჟიმი უნდა მოშორდეს და ძალაუფლება უნდა დაიბრუნოს ქართველმა ხალხმა და უნდა გაგრძელდეს აღმშენებლობის პერიოდი ამ ქვეყნის ისტორიაში. ამიტომაც მოგიწოდებთ ყველას, ყველა საქართველოს პატრიოტს, ვინც გვეთანხმება, გამოდით, ავლაბრის მეტროსთან საღამოს 7 საათზე, ხვალ გელოდებით ყველას” – განაცხადა ფავლენიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს
  • “ხვალ, 28 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, მოვუწოდებ საქართველოს პატრიოტებს, შევიკრიბოთ ავლაბრის მეტროსთან” – რას აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი
  • “ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე და გამარჯვებამდე” – “ოპოზიციის ალიანსი” 28 ნოემბერს, 19:00 საათზე თსუ-თან იკრიბება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge