Friday, November 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე და გამარჯვებამდე” – “ოპოზიციის ალიანსი” 28 ნოემბერს, 19:00 საათზე თსუ-თან იკრიბება

November 27, 2026
“ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე და გამარჯვებამდე” – “ოპოზიციის ალიანსი” 28 ნოემბერს, 19:00 საათზე თსუ-თან იკრიბება

“ოპოზიციის ალიანსი” ხვალ, 28 ნოემბრის მასშტაბურ აქციას თსუ-დან მსვლელობით შეუერთდება – როგორც ალაინსის წარმომადგენლების საგანგებო ბრიფინგზე გიგა ლემონჯავამ განაცხადა, შეკრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 19:00 საათზე დაიწყება.

პოლიტიკოსმა ორწლიან უწყვეტ პროტესტზე ისაუბრა და თქვა, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე და გამარჯვებამდე,

2024 წლის 28 ნოემბერს ივანიშვილის რეჟიმმა უღალატა საქართველოს, უღალატა მის ეროვნულ ინტერესებს, დარტყმის ქვეშ დააყენა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი სუვერენიტეტი და, რა თქმა უნდა, დარტყმის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული მომავალი. და ამ თვალსაზრისით, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან საქართველოს ღალატის დღე.

მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა გმირული წინააღმდეგობით დაიცვა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, საქართველოს ევროპული მომავალი. და თუ რამე უნარჩუნებს ამ ქვეყანას დღეს სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს, ეს არის სწორედ ქართველი ხალხის გმირული, უპრეცედენტო წინააღმდეგობა. ამ ხალხმა გადაიტანა სისტემური წამება, გადაიტანა აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, გადაიტანა პოლიტიკური პატიმრობა, ყველანაირი ჯოჯოხეთი, რაც ივანიშვილის რეჟიმს შეეძლო დაეპირისპირებინა ქართველი ხალხისთვის. მაგრამ ხალხი დგას ფეხზე, ხალხი აგრძელებს წინააღმდეგობას და ბრძოლას და ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ივანიშვილის მარცხით, რუსეთის მარცხით საქართველოში და ქართველი ხალხის გამარჯვებით.

ხვალ, 28 ნოემბერს, ორი წლის თავზე ამ დღიდან, ჩვენ ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საღამოს 7 საათზე. და ეს არ არის უბრალოდ სიმბოლური შეკრება. დღეს, როდესაც რუსეთი ჰიბრიდული ომის დასკვნით ეტაპზეა საქართველოს წინააღმდეგ, მაშინ როდესაც სამშობლოს ღალატი ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ყოველდღიურად გრძელდება, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა ეკუთვნის არა ერთ რუს ოლიგარქს, არამედ ქართველ ხალხს, რომ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული მომავლის გარანტი არის ქართველი ხალხი. რომ ჩვენ არც უკან დახევას არ ვაპირებთ — ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე და გამარჯვებამდე. ვაპირებთ ბრძოლას მანამ, სანამ საქართველო არ გამთლიანდება, სანამ საქართველო არ გახდება ევროკავშირის და ნატოს წევრი, სანამ საქართველოს მოქალაქეების სიმშვიდე, უსაფრთხოება, კეთილდღეობა არ იქნება უზრუნველყოფილი და სანამ ეს ქვეყანა არ გავა სამშვიდობოს.

ამიტომ ყველას მოგიწოდებთ და კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ეს არ არის პარტიული დღე, ეს არ არის დღე, რომელიც ეკუთვნის რომელიმე ორგანიზაციას, რომელიმე ერთ ადამიანს, ეს არის დღე, რომელიც შექმნა ქართველმა ხალხმა. და ეს კამპანია, რომელიც ხვალინდელი აქციის გარშემოა, ამას ადასტურებს ბევრი სხვადასხვა ადამიანის ჩართულობით და მე ვარ დარწმუნებული, რომ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ საღამოს 19:00 საათზე შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საიდანაც გაიმართება მარში თავისუფლების მოედანზე”, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე და გამარჯვებამდე” – “ოპოზიციის ალიანსი” 28 ნოემბერს, 19:00 საათზე თსუ-თან იკრიბება
  • თბილისში, კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა
  • EU სანქციების პოტენციურ სამიზნედ განიხილავს ყველას, ვინც რეჟიმს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ეხმარება – გრიგოლ გეგელია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge