“თბილისელი 60+ ასაკის თვეში 300 მოქალაქე აუზზე შევა ბიუჯეტის დაფინანსებით. დედაქალაქში ამ ასაკის დაახლოებით 189 000 ადამიანია. ყველამ რომ მოახერხოს აუზზე ერთი თვე, თვეში 9 საათით (ასეა პროგრამით გათვალისწინებული) შესვლა 52,5 წელია საჭირო. აფთიაქებში გინახავთ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო უფასო მედიკამენტების პროგრამით ხანდაზმულები წამლის აღებას რომ ცდილობენ, ლიმიტი ამოწურული აღმოჩნდება და ეტირებათ? მაგალითისთვის, დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების წლიური ლიმიტი 40 ლარია. და აქვე – ამ პროგრამის ბიუჯეტის მხოლოდ ნახევარზე ოდნავ მეტი იხარჯება ყოველწლიურად. დანარჩენი ალბათ ზედმეტია… მაღაზიებში გინახავთ ფულს რომ მუჭში კუჭვით ითვლიან და ფიქრობენ იყიდონ თუ არა ლარად შოკოლადი? ჰოდა ვიზე ვზრუნავთ? უწამლო და უსაკვებო ხანდაზმულებს ვთავაზობთ აუზს? თუ წამლიანებსა და დანაყრებულებს? აუზი? კი, ძალიან კარგია, მაგრამ წამალი? საკვები? საქართველო 93-ე ადგილზეა ჯანმოს მიერ გამოქვეყნებულ სიცოცხლის ხანგრძლივობის რეიტინგში, რომელიც სულ 183 ქვეყანას მოიცავს. ან ქვეყანაში სიბერე უღირს ყოფას ნიშნავს”
წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნათია ბერიშვილი.
ცნობისთვის, 16 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ 60 წლის და ზემოთ ასაკის პირებს თბილისის მერია საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს.