Friday, November 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შსს ბათუმში, “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩთან დაკავშირებით მომხდარი დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცელებს

November 27, 2026
შსს ბათუმში, “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩთან დაკავშირებით მომხდარი დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შსს-ს ინფორმაციით, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ბათუმში, ევროპის მოედნიდან „ბათუმი არენას“ მიმართულებით მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით.

„ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ.

გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა. ისინი აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

პოლიცია ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის, ვითარების დეესკალაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის, გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალება.

გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას” შორის სტამბოლის ნაცვლად ბათუმში გაიმართა. როგორც უეფა-ს განცხადებაში იყო ნათქვამი, უსაფრთხოების გამო შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • EU სანქციების პოტენციურ სამიზნედ განიხილავს ყველას, ვინც რეჟიმს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ეხმარება – გრიგოლ გეგელია
  • 4 დეკემბერს, დილის საათებში, ანდრო ჭიჭინაძე გლდანის ციხეს დატოვებს – თორნიკე მიგინეიშვილი
  • “ერთი თვე ვკითხულობდი, როგორ მღალატობდა ქმარი…” – რას ამბობს თამუნა მუსერიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge