მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათზე 1 უნციის ღირებულება 3 565 დოლარს შეადგენს. ერთ დღეში ეს მისი ღირებულების 0.77%-იან მატებას წარმოადგენს.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის 1 უნცია 41.3 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში მისი ფასის 2.50%-ით მატებას წარმოადგენს.
საქართველოში, 999 სინჯის მქონე 1 გრამი ოქროს ღირებულება 303 ლარია (გუშინ 317 ლარი იყო), 750 სინჯის მქონე – 227 ლარი (გუშინ 237 ლარი იყო), ხოლო 585-სინჯიანი 1 გრამი ოქროს ღირებულება 177 ლარს წარმოადგენს (გუშინ 185 ლარი იყო).
