Thursday, November 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გარდაბნის კულტურის სახლში არაბული ქალაქის მშენებლობის განხილვაზე მოქალაქეებს არ უშვებენ – ადგილზე ხმაურია

November 26, 2026
გარდაბნის კულტურის სახლში არაბული ქალაქის მშენებლობის განხილვაზე მოქალაქეებს არ უშვებენ – ადგილზე ხმაურია

პოლიციაა მობილიზებული ამ წუთებში გარდაბნის კულტურის სახლთან, სადაც კრწანისის ტყეპ-არკის ადგილას, არაბული ინვესტიციით ახალი ქალაქის მშენებლობის განხილვა იწყება.

რას აშენებენ, რა იჩეხება და რა რჩება ეროვნული პარკისგან – დეტალები დღეს უნდა გახდეს ცნობილი. თუმცა გარდაბნის კულტურის სახლში ჩასული ადამიანების ნაწილი დარბაზში არ შეუშვეს – მიზეზად უადგილობა დასახელდა.

არადა ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ არაბული ქალაქი არ უნდა აშენდეს, არგუმენტებით შეირაღებული ჩავიდა.

ფინანსისტი და ბიზნესის მრჩეველი, ნიკა შურღაია ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც დარბაზში შესვლა კი მოახერხა, თუმცა, განხილვის დაწყებამდე ის ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

ცოტა ხანი ვიყავი შიგნით, დაახლოებით, 20 წუთი, 2 საათით ადრე გაავსეს, სრულიად კავშირის არ მქონე ხალხით, უბრალოდ მოიყვანეს ადამიანები, ვისაც კავშირი არ აქვს ამ საქმესთან. ჩემ წინ იჯდა 6 არასრულწლოვანი ბავშვი, რომელიც ჭიდაობის სექციაზე დადიან და მასჭავლებელმა მოგვიყვანაო. ავდექი და ვთქვი, ხალხო რას აკეთებთ-მეთქი და ჭიდაობით გამომიყვანა დაცვამ, – ამბობს შურღაია.

მოქალაქეები, რომლებიც შესვლას ვერ ახერხებენ, ამბობენ, რომ დარბაზში შეშვება მხოლოდ “მწვანე სამაჯურებით“ ხდება.

ჩამოვედით იმისთვის, რომ გავიგოთ, ბოლოს და ბოლოს რას ითვალისწინებს ეს პროექტი. ასე დაკეტილი კარი, იქიდანაც ჩაკეტილი, ქვები მიუდგამთ, რაღაც მწვანე სამაჯურები თუ გაქვთ, შეგიშვებთო. ასეთი რამე არ გამიგია, საჯარო განხილვაო და არავის აქვს უფლება, რომ ასე ჩაკეტოს. როგორც ჩვენი ქვეყანაა შემოღობილი, ასე აქვთ შემოღობილი აქაც, – ამბობს მოქალაქე.

ცნობისთვის, Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული.

შეთანხმების მიხედვით, თბილისსა და აჭარაში მსხვილი დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს და ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნას. საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, თბილისსა და ბათუმში ჯამში 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტები უნდა განხორციელდეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძმა დასთან ყოფილა სტუმრად, ვერ გამოუსწრია სახლიდან – აფრიკის დასახლებაში მომხდარი აფეთქების დეტალები
  • “კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკოს მუშაობის ქვაკუთხედია, არჩევნების გზით მოქალაქეთა ნების თავისუფალი გამოხატვა დემოკრატიის არსია”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე
  • ბავშვი, რომელსაც 2 დღეა ეძებდნენ, ვარკეთილის ხიდებთან იპოვეს – მოზარდი თავს კარგად გრძნობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge