აფეთქება მოხდა ცოტა ხნის წინ აფრიკის დასახლებაში – გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
ადგილობრივების თქმით, აფეთქების შემდეგ საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა. ბინაში კი ამ დროს 60 წლამდე ქალი და მის ძმა იმყოფებოდნენ – გამოსვლა მხოლოდ ქალმა მოასწრო.
რაც შეეხება აფეთქების მიზეზს, პირველადი ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, ღუმელთან იდო ბენზინის ბოთლი, რასაც ჯერ აფეთქება, შემდეგ კი ძლიერი ხანძარი მოჰყვა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
