Thursday, November 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია და მათი უპასუხოდ დატოვება ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული საქმის შესრულების მიზნითა და დავალებით მოვიდა”- რას ამბობს თამთა მეგრელიშვილი

November 26, 2026
“არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია და მათი უპასუხოდ დატოვება ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული საქმის შესრულების მიზნითა და დავალებით მოვიდა”- რას ამბობს თამთა მეგრელიშვილი

არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, რა პოლიტიკურმა გათვლებმა მიგვიყვანა 2008 წლის აგვისტოს ომამდე და დამატებით ოკუპაციამდე, რატომ გასხვისდა წინა ხელისუფლების დროს სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებზე, რა იმალება მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული და შემდგომ წაშლილი განცხადების მიღმა, ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია და მათი უპასუხოდ დატოვება ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული საქმის შესრულების მიზნითა და დავალებით მოვიდა, შემდეგ კი, „ქურდს ქუდი ეწვის“ პრინციპით, ეს ხაზი „ქართული ოცნების“ გუნდზე თავდასხმის პოლიტიკურ ნარატივად აქცია,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის თქმით, ოპოზიციისა და სხვადასხვა აქტორის მიერ ხელისუფლებისთვის „პრორუსულის“ იარლიყის მიკერებისათვის წარმოებულ კამპანიას კონკრეტული ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია, რადგან „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გაფორმდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა, საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქვეყნის კონსტიტუციით გამყარდა, მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა დღეს, პოლიტიკური გააზრების თვალსაზრისით, რუსეთისთვის სასარგებლოდ ფასდება.

„ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია მძიმე რეალობაა, რომლის შეცვლაც მხოლოდ პრინციპული და თანმიმდევრული პოლიტიკითაა შესაძლებელი. დიალოგი და მოლაპარაკებები აუცილებელია, მაგრამ მათი მიზანი არა დათმობა, არამედ კონკრეტული შედეგის მიღწევა – დეოკუპაცია და ეროვნული ინტერესების დაცვაა. მინსკში გამართულმა შეხვედრამ (ზურაბაშვილი–გალუზინი) და ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებით არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა. რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინისა და სხვა პროდუქციის არასამართლიანი მიდგომით შეზღუდვა, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება საფრთხეა და გამოსავალი საექსპორტო ბაზრების სწრაფ დივერსიფიკაციაშია. რუსეთის მხრიდან თითქოს უწყინარი შემოთავაზება, დაიწყოს სტუდენტური გაცვლები და საუნივერსიტეტო თანამშრომლობა, მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებით ვერ აიხსნება, რადგან ეს გარკვეულწილად „რბილი ძალის“ საფრთხესაც შეიცავს. მოგეხსენებათ, რომ ოკუპაციის პირობებში ნებისმიერ კომუნიკაციას მკაცრი პოლიტიკური ჩარჩო და გამჭვირვალობა სჭირდება. აქ აუცილებლად უნდა შევეხო ოპოზიციისა და სხვადასხვა აქტორის მიერ ხელისუფლებისთვის ,,პრორუსულის“ იარლიყის მიკერებისათვის წარმოებულ კამპანიას, რომელსაც კონკრეტული ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გაფორმდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა, საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქვეყნის კონსტიტუციით გამყარდა, მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა დღეს, პოლიტიკური გააზრების თვალსაზრისით, რუსეთისთვის სასარგებლოდ ფასდება. არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს: რა პოლიტიკურმა გათვლებმა მიგვიყვანა 2008 წლის აგვისტოს ომამდე და დამატებით ოკუპაციამდე? რატომ გასხვისდა წინა ხელისუფლების დროს სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებზე? რა იმალება მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული და შემდგომ წაშლილი განცხადების მიღმა? ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია და მათი უპასუხოდ დატოვება ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული საქმის შესრულების მიზნითა და დავალებით მოვიდა. შემდეგ კი, „ქურდს ქუდი ეწვის“ პრინციპით, ეს ხაზი „ქართული ოცნების“ გუნდზე თავდასხმის პოლიტიკურ ნარატივად აქცია. ერთის მხრივ, რუსეთის ხელისუფლება ურთიერთობების მოწესრიგების ინტერესს დეკლარირებს, მეორე მხრივ კი, უსაფუძვლო პრეტენზიებს აყენებს. როგორც იტყვიან, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს! რუსეთის ხელისუფლების ქმედებები ხელს უწყობს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გაგრძელებაა და საქართველოს შიდა დაპირისპირების გაღრმავებით არიან დაინტერესებულნი.“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბატონ ივანიშვილს უკვირს, რომ მის მიმართ ინდივიდუალურ სანქციებზეა საუბარი?! – ეს „ოცნებაში“ არავის უნდა უკვირდეს, რადგან ევროკავშირს სხვა გზა უბრალოდ აღარ დაუტოვეს – თავის თავს დააბრალონ!”- რას ამბობს გიორგი შარაშიძე
  • “არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია და მათი უპასუხოდ დატოვება ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული საქმის შესრულების მიზნითა და დავალებით მოვიდა”- რას ამბობს თამთა მეგრელიშვილი
  • აფრიკის დასახლებაში აფეთქება მოხდა – დაღუპულია ერთი ადამიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge