Wednesday, November 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ყველაფერი ცალსახად ხომ ნიშნავს იმას, რომ ჩინოვნიკებთან დაახლოებული საეჭვო რეპუტაციის ღვინის კომპანიების ინტერესია, რომ ბიუჯეტიდან მევენახეების მხარდასაჭერად გამოყოფილი ფული ისე განაწილდეს, რომ რთველის „დელეცები“ მდიდრდებოდნენ – შალვა კერესელიძე

November 25, 2026
ყველაფერი ცალსახად ხომ ნიშნავს იმას, რომ ჩინოვნიკებთან დაახლოებული საეჭვო რეპუტაციის ღვინის კომპანიების ინტერესია, რომ ბიუჯეტიდან მევენახეების მხარდასაჭერად გამოყოფილი ფული ისე განაწილდეს, რომ რთველის „დელეცები“ მდიდრდებოდნენ – შალვა კერესელიძე

ყველაფერი ცალსახად ხომ ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთ ჩინოვნიკის და ჩინოვნიკებთან დაახლოებული საეჭვო რეპუტაციის სხვადასხვა ღვინის კომპანიის ინტერესია, რომ ბიუჯეტის ხარჯზე რაც შეიძლება მეტი ჭარბი ყურძენი შეისყიდონ და ბიუჯეტიდან მევენახე-ფერმერების მხარდასაჭერად გამოყოფილი ფული ისე განაწილდეს, რომ მევენახეების ხარჯზე რთველის „დელეცები“ მდიდრდებოდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ განაცხადა, რითაც „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები შეაფასა.

კერესელიძე, მთავრობის მიერ წარდგენილ ინიციატივაში კორუფციულ რისკებს ხედავს. კერესელიძის აზრით, ფალსიფიკაციისა და მონოპოლიის კონტროლის გაერთიანების შედეგად, მევენახეობა-მეღვინეობა სპირტის ბიზნესად იქცევა.

„პირველი დავიწყოთ იმით, რომ ყოვლად გაუგებარია რატომ ითხოვთ საკანონმდებლო ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვას? ნამდვილად გქონდათ და ახლაც გაქვთ საკმარისი დრო იმისთვის, რათა საქმიანად და არგუმენტირებულად მოხდეს თანმდევი რისკების და ხარვეზების შესწავლა, მისი დამუშავება და შესაბამის ცვლილებების გათვალისწინება. მით უმეტეს, რომ დარგის სპეციალისტებთან, ექსპერტებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან განხილვები არ გქონიათ.

არსებული კანონმდებლობის თანახმად, ადგილობრივ ბაზარზე განთავსებული ალკოჰოლური სასმელების სახელმწიფო კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს, ხოლო წარმოების და გადამუშავების კონტროლს – ღვინის ეროვნული სააგენტო. ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლის ეფექტურად განხორციელების მიზნით, მიზანშეწონილად მიგაჩნიათ, რომ სრული კონტროლი ერთი და იმავე უწყებამ განახორციელოს. ბუნებრივია, ისმის კითხვა, რას ემსახურება რეალურად წარმოდგენილი ცვლილებები? – სპირტის და ალკოჰოლური სასმელების კონტროლი სურსათის უვნებლობიდან გადის და ღვინის ეროვნულ სააგენტოს გარდა, სპირტებთან და ალკოჰოლურ სასმელებთან შეხება არავის აღარ ექნება. რატომ? სურსათის ეროვნული სააგენტო ცუდად მუშაობს და არ ენდობით? ღვინის ეროვნულ სააგენტოში გინდათ შექმნათ დამატებითი სამსახური და ჯგუფები, ვინც მარტო სპირტის კონტროლზე იმუშავებს და ღვინის სააგენტომ გინდათ, რომ გაკონტროლოს სრული პროცესი? ნუთუ ვერ ხედავთ კორუფციულ რისკებს?!, – განაცხადა კერესელიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.

ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის ინფორმაციით, ამის კონკრეტული ფაქტები უწყების მიერ ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებებია.

„მაგალითად, გასულ წელს, როდესაც ჯერ კიდევ რთველის სუბსიდირება ხდებოდა, უწყებას ბიუჯეტიდან რთველის პროგრამით 80-მილიონი ჰქონდა გამოყოფილი. შემდეგ არასწორი გათვლებისა და პროგნოზირების შედეგად და ჭარბი მოსავლიანობის გამო ბიუჯეტიდან დამატებით 160-მილიონი დაემატა, რათა აღებული ვალდებულებები დაგეფინანსებინათ. უფრო მეტიც, მიღებული მოსავლის თითქმის ნახევარი სრულად სახელმწიფომ შეისყიდა ანუ 2025 წელს, საერთო მოსავალმა დაახლოებით 335 ათასი ტონა შეადგინა და აქედან თითქმის ნახევარი ყველა ხარისხის ყურძენი სახელმწიფომ სრულად შეისყიდა, ხოლო კერძო კომპანიების მიერ მეორე ნახევარ შესყიდულ ყურძენზე ცალკე სუბსიდია გაიცა და ჯამურად, სახელმწიფოს 2025 წლის რთველი 240 მილიონი ლარი დაუჯდა. მაშინ როდესაც 2024 წელს საერთო მოსავალმა თითქმის იგივე დაახლოებით 325 ათასი ტონა შეადგინა და აქედან სახელმწიფომ დაახლოებით 70 ათასი ტონა შეისყიდა. დანარჩენი კიდევ კერძო სექტორმა სრულად გაიწოვა, რაზეც სუბსიდია გაიცა 1 კგ. ყურძენზე 20 თეთრი ანუ ჯამურად სახელმწიფოს 2024 წლის რთველი 130 მილიონი ლარი დაუჯდა, რაც 2025 წლის რთველთან შედარებით 100 მილიონით ნაკლები იყო, მით უმეტეს შემსყიდველი კომპანიების რაოდენობა 2025 წელს ბევრად მეტი იყო, ვიდრე გასულ წლებში.

ამის შემდეგ 2026 წელს უწყებამ გადაწყვიტა სუბსიდირება გაეუქმებინა, ვენახის ფართობების შემცირება დაეწყო და ღვინის ხარისხის დაცვის სახელით, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში წარმოდგენილი ცვლილებით ვენახების გაშენებაზე მევენახე ფერმერებისთვის შესაბამისი ნებართვების შემოღება დააწესა. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლებისგან განსხვავებით სუბსიდიაც გაუქმებულია, ვენახების გაშენებაზე შეზღუდვებიც შემოღებულია, ყურძნის მიღების პროცესიც ვითომ გამკაცრებულია, მიმდინარე წელს ბიუჯეტში დასაწყისისთვის 102 მილიონი გქონდათ გათვალისწინებული, ხოლო 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებით რთველის ვალდებულებების დასაფინანსებლად 170 მილიონი ლარი დაემატა – ანუ კიდევ უფრო მეტი ვიდრე შარშან. ჯამურად, სახელმწიფო ბიუჯეტს 2026 წლის რთველი 270 მილიონი ლარი დაუჯდა – 30 მილიონით მეტი ვიდრე 2025 წელს და 140 მილიონით მეტი ვიდრე 2024 წელს. თქვენ ეს პროცესი ჯანსაღ პროცესებად მიგაჩნიათ, რომ უწყება 2026 წელს სუბსიდიიდან გამოვიდა და რთველი უფრო ძვირი დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს, ვიდრე გასული წლების სუბსიდირებული რთველი ჯდებოდა?!

იქნებ გაგვაგებინოთ, როგორ ხდება ეს ყველაფერი, რომ საქართველოში ყურძნის მოსავალი და მოსავლიანობა იზრდებოდეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რთველის დასაფინანსებლად ასეულობით მილიონ ლარის სუბსიდირებას და მხარდაჭერას ახდენდეს და მევენახე-ფერმერები კიდევ ღარიბდებოდნენ და შემოსავლები გაზრდის ნაცვლად, ყოველ ჰექტარზე ყოველწლიურად უმცირდებოდეთ. ნორმალურად აღიქვამთ ყურძენში 30-50 თეთრის გადახდას, რომელი ყურძენიც სააგენტოს საჯარო განმარტებით გადასაყრელია, არ ვარგა არც საღვინედ, არც სასპირტედ, არც წვენისთვის, არც საჭმელად და ასეთ გამოუსადეგარ ყურძენში სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს იხდით?!“ – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა კორუფციულ სქემებსა და ბიუჯეტიდან „ფულის მოპარვაზე“ ისაუბრა.

„რთველის დროს ღვინის ხარისხის დაცვის სახელით მევენახეებს წვალებით მოყვანილ ყურძნის მოსავალში ღვინის კომპანიები წინასწარ დადგენილი და შეთანხმებული ფასით გროშებს უხდიან, ხოლო ჭარბად დარჩენილ ნებისმიერი ხარისხის ყურძნის შესყიდვა ასევე გროშებად ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით შესყიდული ყურძნისგან მზადდება ღვინის სპირტი, ხოლო შემდეგ ეს ღვინის სპირტი ფასის შემცირების პრინციპით რამდენიმე მცდელობით გააქვთ აუქციონზე და გავლენიან მეღვინეებზე 18-20 ლარიან სუფთა ღვინის სპირტს მესამედ ფასში ყიდიან. ეს არის კორუფციული სქემის პირველი ეტაპი.

შემდეგ ეტაპზე ხდება შემდეგი რამ: – ქვეყანაში შემოდის იაფფასიანი ჭარხლის და კარტოფილის სპირტი. ამ დაბალხარისხიან შემოტანილ ჭარხლის სპირტს ურევენ საქართველოში ბიუჯეტის ფულით დამზადებულ ღვინის სპირტში, აბევრებენ, შემდეგ ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის სპირტში გაზავებულ შემოტანილ ჭარხლის და კარტოფილის სპირტს ამოწმებს და გასცემს სერტიფიკატს, რომ ნამდვილად საქართველოში დამზადებული ხარისხიანი ღვინის სპირტია და უკვე ფალსიფიცირებულ, მაგრამ გაბევრებულ და სახელმწიფო სერტიფიკატით გამყარებულ ღვინის სპირტს შიდა ბაზარზეც და ექსპორტზე ყიდიან. სწორედ ამიტომ კანონში წარმოდგენილი შესატანი ცვლილებები საჭიროა იმისთვის, რომ სააგენტოს სურს თავიდან ბოლომდე თავადვე მართავდეს და აკონტროლებდეს სრულ პროცესებს ანუ აქ თავს იყრის ერთად ფალსიფიკაციაც და მონოპოლიაც, რომელიც ჯამში ქმნის სისტემურ კორუფციას. მარტივად, რომ ვთქვათ, ეს არის ის კორუფციული სქემა თუ როგორ კეთდება რთველის დროს ბიუჯეტის ხარჯზე ფული.

აქ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ეს არის დაახლოებით 300 მილიონიანი ბიზნესი და ამ ღირებულების ფალსიფიკაცია იქმნება საქართველოში და გადის ექსპორტზე. ეს არის კარგად აწყობილი და კარგად დახვეწილი მონოლითური სისტემა, საიდანაც არ ჟონავს ინფორმაცია, რეალურად რა ხდება შიგნით და რა პროცესები მიდის“, – განაცხადა კერესელიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ევროპარლამენტში დებატები ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ქართველებს კიდევ ერთხელ დაგვიქნიონ თითი და მათი მითითებებით ვიმოქმედოთ”- ნინო წილოსანი
  • ყველაფერი ცალსახად ხომ ნიშნავს იმას, რომ ჩინოვნიკებთან დაახლოებული საეჭვო რეპუტაციის ღვინის კომპანიების ინტერესია, რომ ბიუჯეტიდან მევენახეების მხარდასაჭერად გამოყოფილი ფული ისე განაწილდეს, რომ რთველის „დელეცები“ მდიდრდებოდნენ – შალვა კერესელიძე
  • სააკაშვილმა დაადასტურა, რომ იყო რუსებისგან ხელდასმული და „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სწორედ იგორ ივანოვმა გაანაწილა თანამდებობები – ნინო წილოსანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge