Wednesday, November 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ალეკო ელისაშვილი განცხადებას ავრცელებს

November 25, 2026
ალეკო ელისაშვილი განცხადებას ავრცელებს

ალეკო ელისაშვილი პროკურატურასა და სასამართლოს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, უკვე ერთი წელია, მკაცრი რეჟიმის ციხეში ოჯახის წევრებთან, მათ შორის შვილებთან, ყოველგვარი კომუნიკაცია აკრძალული აქვს.

„პროკურატურა მიიჩნევს, რომ ოჯახის წევრებთან, მათ შორის შვილებთან შეხვედრით, შესაძლოა ძაღლზე, ცუგაზე, ზეწოლა მოვახდინო. უკვე ერთი წელია, მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფს აკრძალული მაქვს ოჯახის წევრებთან ნებისმიერი კომუნიკაცია: ვერ ვრეკავ, წერილს ვერ ვაგზავნი, შვილებს ვერ ვხვდები. პროკურატურა ამ შეზღუდვას ყოველ ორ თვეში ერთხელ მიგრძელებს, მოწმეზე ზეწოლის თავიდან აცილების მოტივით. თუმცა, ჩემს საქმეში მოწმე არ არსებობს – არის მხოლოდ ძაღლი, ცუგა. (ისიც საკითხავია, ეს ძაღლი რეალურად არსებობს თუ არა).
უფრო გასაგებად: ერთ საქმეზე, რომელზეც უკვე 13 წელი მომისაჯეს, განაჩენი დამდგარია, შესაბამისად შეზღუდვების გაგრძელების საფუძველი აღარ არსებობს. მეორე, აბსურდულ საქმეზე კი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ შეკერეს, სასამართლო პროცესები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. თუმცა, სწორედ ამ საქმეს იყენებენ ჩემთვის კომუნიკაციის აკრძალვის გასაგრძელებლად. სასამართლოები ამ საქმეზე არ ტარდება, თუმცა შეზღუდვები გრძელდება, რომ მოწმეზე ზეწოლა არ მოვახდინო. ვიმეორებ, მოწმე მხოლოდ ოთხფეხა ძაღლია, რომლის არსებობაც კიდე საკითხავია.
ამავე დროს, გლდანის ციხეში პატიმრის წამების საქმეზე ბრალდებული პენიტენციური დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გამოდის, მე შვილებთან საუბრის უფლებას მიზღუდავენ, რომ ძაღლზე ზეწოლა არ მოვახდინო, ხოლო ადამიანებს, რომლებსაც პატიმრის წამების საქმეზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ და რომელთაც ათობით შესაძლო მოწმესა და მნიშვნელოვან ვიდეომტკიცებულებაზე ზემოქმედების შესაძლებლობა აქვთ, თავისუფლებაში ყოფნის უფლებას აძლევენ.
საინტერესოა, რა სტანდარტით ხელმძღვანელობთ, როდესაც აგრძელებთ ჩემი უფლებების შეზღუდვას იმ მოტივით, რომ შვილებთან შეხვედრით, თანაც ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხიდან შესაძლოა, ძაღლზე ზეწოლა მოვახდინო, მაშინ როცა თავისუფლებაში ტოვებთ ციხის ყოფილ ხელმძღვანელებს, რომელთაც უმარტივესად შეუძლიათ მათ წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებში მოწმეებზე ზემოქმედებაც და მტკიცებულებების განადგურებაც. იქნებ, განმიმარტოთ ეს ორმაგი სტანდარტი“ – წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტის ავტორებმა კარგად იციან, რომ ამას არანაირი ფასი და არც შედეგი არ აქვს – ალუდა ღუდუშაური
  • თოვლი და ლიპყინული საქართველოს მაგისტრალებზე – სად რა საგზაო შეზღუდვა მოქმედებს?
  • იდუმალი სიკვდილი საფრანგეთში, მდიდრულ ვილაში – ნაპოვნია 45 წლის ქართველ-ისრაელელი ბიზნესმენის ცხედარი – რას წერს უცხოური მედია?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge