Wednesday, November 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

იდუმალი სიკვდილი საფრანგეთში, მდიდრულ ვილაში – ნაპოვნია 45 წლის ქართველ-ისრაელელი ბიზნესმენის ცხედარი – რას წერს უცხოური მედია?

November 25, 2026
იდუმალი სიკვდილი საფრანგეთში, მდიდრულ ვილაში – ნაპოვნია 45 წლის ქართველ-ისრაელელი ბიზნესმენის ცხედარი – რას წერს უცხოური მედია?

საფ­რან­გე­თის რი­ვი­ე­რა­ზე, ქა­ლაქ რო­კბ­რუნ-კაპ-მარ­ტენ­ში, მდიდ­რუ­ლი ვი­ლის ავ­ტო­ფა­რეხ­ში 45 წლის ის­რა­ე­ლი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქის ცხე­და­რი იპო­ვეს. ის­რა­ე­ლის მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი აშ­დო­დის მცხოვ­რე­ბი. საქ­მეს თავ­და­პირ­ვე­ლად შე­საძ­ლო გა­ტა­ცე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით იძი­ებ­დნენ. პო­ლი­ცი­ამ გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი – რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, და­ა­კა­ვა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

რო­გორც ის­რა­ე­ლის გა­მო­ცე­მა 9tv.co.il წერს, მა­მა­კა­ცის ცხე­დარ­ზე ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბი და სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბით აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მო­ხა­ლი­სე­თა სა­მაშ­ვე­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცია ZAKA-მ გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის ცხელ ხაზ­ზეც მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ვი­და.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, ფრან­გულ სა­სა­მარ­თლო უწყე­ბებ­თან სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი­სა და შე­ფერ­ხე­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბის შემ­დეგ, ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დახ­მა­რე­ბით, ZAKA-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ყო­ფი­ლე­ბამ ცხედ­რის გად­მოს­ვე­ნე­ბის ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბა შეძ­ლო. თავ­და­პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი ის­რა­ელ­ში დაკ­რძალ­ვის­თვის 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გა­და­ეს­ვე­ნე­ბი­ნათ.

ფრან­გუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, შემ­თხვე­ვა 17-დან 18 ნო­ემ­ბრის ღა­მეს მოხ­და. 17 ნო­ემ­ბრის სა­ღა­მოს, და­ახ­ლო­ე­ბით, 40 წლის ქალი მო­ნა­კოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს და­უ­კავ­შირ­და და გა­ნა­ცხა­და, რომ მისი მე­უღ­ლე გა­ი­ტა­ცეს. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი რო­კბ­რუნ-კაპ-მარ­ტენ­ში მდე­ბა­რე ვი­ლა­ში მი­ვიდ­ნენ, სა­დაც შუ­ა­ღა­მის­თვის მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი ავ­ტო­ფა­რეხ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

გა­მო­ცე­მა Nice-Matin-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხედ­რის გვერ­დით რამ­დე­ნი­მე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი იდგა. გარ­დაც­ვლი­ლი ზღვა­ზე ხე­დით გა­მორ­ჩე­ულ, სამ­სარ­თუ­ლი­ან ვი­ლას ქი­რა­ობ­და.

ფრან­გუ­ლი მე­დი­ის თავ­და­პირ­ვე­ლი ცნო­ბე­ბით, პო­ლი­ცია გა­ტა­ცე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის შე­საძ­ლო ფაქტს იძი­ებ­და, თუმ­ცა იმ­ხა­ნად ცხე­დარ­ზე ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბო­და. გა­მო­ცე­მა Nice Mag-მა მომ­ხდარს “მო­ნა­კოს მახ­ლობ­ლად: იდუ­მა­ლი სიკ­ვდი­ლი მდიდ­რულ ვი­ლა­ში“ უწო­და. პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უცხო პი­რე­ბის შეღ­წე­ვა არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია.

ის­რა­ე­ლის მე­დია ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებ­და – გა­მო­ცე­მა Ynet-ის ცნო­ბით კი, წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, მა­მა­კა­ცი გა­გუ­დუ­ლი იყო და პო­ლი­ცი­ამ რამ­დე­ნი­მე ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ა­კა­ვა.

19 ნო­ემ­ბერს ფრან­გმა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, და­ა­კა­ვეს. Nice-Matin-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და, რო­მე­ლიც ვი­ლის ავ­ტო­ფა­რე­ხი­დან იყო გაყ­ვა­ნი­ლი. ფრან­გი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ცნო­ბით, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი მე­გობ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს შე­საძ­ლოა ნი­ცა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­კი­თხეს ვი­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და გარ­დაც­ვლი­ლის გა­რე­მოც­ვის სხვა პი­რე­ბიც.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 20 ნო­ემ­ბერს ჩა­ტა­რე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზამ ცხე­დარ­ზე ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ გა­მო­ავ­ლი­ნა. Nice-Matin-ის ცნო­ბით, ამ შე­დე­გე­ბის შემ­დეგ და­ნა­შა­უ­ლის ვერ­სი­ამ აქ­ტუ­ა­ლო­ბა და­კარ­გა და და­კა­ვე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტის ავტორებმა კარგად იციან, რომ ამას არანაირი ფასი და არც შედეგი არ აქვს – ალუდა ღუდუშაური
  • თოვლი და ლიპყინული საქართველოს მაგისტრალებზე – სად რა საგზაო შეზღუდვა მოქმედებს?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge