გიორგი ჩიკვაიძის საქმე ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო – ინფორმაცია დაკავებული ბიზნესმენის დედამ, ეკა წერეთელმა რამდენიმე საათის წინ გაავრცალა.
ირკვევა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო დაკავებულის აღკვეთი ღონისძიების კანონიერებას განიხილავს.
რამოდენიმე საათის წინ მივიღეთ დამადასტურებელი საბუთი სტრასბურგიდან… იმის შესახებ, რომ ჩვენი უფლებადამცველების მიერ დამატებით მოძიებული და გადაგზავნილი მასალა დაერთვება ჩვენს ძირითად საქმეს და შინაარსი მიღებული იქნება მხედველობაში.
კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”- წერს წერეთელი.
ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს პროკურატურა დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავება (საქმეზე ასევე ბრალდებულია მისი ბიზნესპარტნიორი ირაკლი პაპიაშვილი).
ბრალდება დიდი ოდენობით თანხების მითვისებას უკავშირდება (რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს). თავად ჩიკვაიძე და მისი მხარდამჭერები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ რეალურად საქმე ზეწოლას უკავშირდება.
ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში 2025 წლის 11 მარტს დააპატიმრეს. 2025 წლის 7 მაისს სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
