“მთავარი არხის” დილის გადაცემის წამყვანის, ლაშა ნაკაიძის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
“დილას ჩვენს შორის საუბარი შედგაო… ღამე გავათენე, ძალიან დაღლილი ვიყავი, ჩამეძინაო და რომ გავიღვიძე, სახლში აღარ იყოო”, – ადვოკატის ცნობით, ასეთია ლაშა ნაკაიძის ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა მასსა და დაზარალებულს შორის.
არსებული ცნობით, ახალგაზრდა ქალმა პოლიციას თავად მიმართა.
ამავე თემაზე: “დაზარალებულს იარაღით დაემუქრა, ფიზიკურად და სექსუალურად იძალადა” – პროკურატურა ნაკაიძეზე