Sunday, June 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“საშინელი შეგრძნებაა, როცა იგებ, რომ გადაცემაში, თურმე ზის კაცი, რომელიც ამის ჩამდენი შეიძლება იყოს” – რას წერს ჟურნალისტი კოლეგაზე

August 17, 2022
“საშინელი შეგრძნებაა, როცა იგებ, რომ გადაცემაში, თურმე ზის კაცი, რომელიც ამის ჩამდენი შეიძლება იყოს” – რას წერს ჟურნალისტი კოლეგაზე

“მთავარი არხის” ერთ-ერთი წამყვანი ლაშა ნაკაიძე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

მომ­ხდარს ეხ­მი­ა­ნე­ბა მა­უ­წყებ­ლის დი­ლის გა­და­ცე­მის ერთ-ერთი რუბ­რი­კის წამ­ყვა­ნი, ჟურ­ნა­ლის­ტი ელე­ნე მარ­გა­ლი­ტაშ­ვი­ლი და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

“როცა სხვა არ­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი რა­ღაც ძა­ლი­ან ამო­რა­ლურ­ზე ჩუმ­დე­ბი­ან და ისე იქ­ცე­ვი­ან, თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, ძა­ლი­ან ვბრაზ­დე­ბი ხოლ­მე და გული მწყდე­ბა, იმი­ტომ რომ არ­სე­ბობს რა­ღა­ცე­ბი, რაც უნდა შე­იმ­ჩნიო და რა­საც გა­მარ­თლე­ბა არ აქვს.

ვე­რა­ვინ ვერ წარ­მო­იდ­გენს, ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რე­ბის გარ­და, რა სა­ში­ნე­ლი და გა­უ­საძ­ლი­სი შეგ­რძნე­ბაა, როცა იგებ, რომ შენი ხე­ლე­ბით შე­კო­წი­წე­ბულ, ნა­ფე­რებ, სიყ­ვა­რუ­ლით შექ­მნილ გა­და­ცე­მა­ში, რო­მე­ლიც ამ­დე­ნი ხა­ნია მთე­ლი მონ­დო­მე­ბით ცდი­ლობს, რომ ქა­ლე­ბი გა­აძ­ლი­ე­როს, ძა­ლა­დო­ბა დაგ­მოს და ყვე­ლა­ნა­ირ უსა­მარ­თლო­ბას ხმა­ლა­მო­ღე­ბუ­ლი ებ­რძო­ლოს, თურ­მე ზის კაცი, რო­მე­ლიც ამის ჩამ­დე­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს.

ბრალ­დე­ბებს ვერც კი ვი­მე­ო­რებ, იმ­დე­ნად შემ­ზა­რა­ვია ჩემ­თვის. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ვინ არის, ვინ იყო, რო­გო­რი იყო, მიყ­ვარ­და თუ არ მიყ­ვარ­და, მომ­წონ­და თუ არ მომ­წონ­და – ძა­ლა­დო­ბას არ აქვს არა­ნა­ი­რი “მაგ­რამ” და “იქ­ნებ”. არა­სო­დეს. არა­სო­დეს და არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში!

აი, რომ გე­კი­თხათ, გე­გუ­ლე­ბა თუ არა ად­გი­ლი, სა­დაც ძა­ლა­დო­ბა არ არ­სე­ბობ­სო, ვერც რო­მე­ლი­მე ოჯახ­ზე დავ­დებ­დი თავს და ვერც სხვა რო­მე­ლი­მე ად­გილ­ზე, მაგ­რამ ჩემს სამ­სა­ხურს თა­მა­მად და­ვა­სა­ხე­ლებ­დი. ჩემი რუბ­რი­კა, რომ­ლის მი­ზა­ნიც ქა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა იყო, ხში­რად წა­რუდ­გე­ნია ლა­შას, თან ისე­თი სი­ტყვე­ბით, რომ გული ამ­ჩუ­ყე­ბია – ასე­თია ძა­ლა­დო­ბა, მე­გობ­რე­ბო. ერთი შე­ხედ­ვით ვერ ცნობ და იქ შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნო, სა­დაც ამ­ქვეყ­ნად ყვე­ე­ე­ე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ელო­დე­ბი.სა­ბედ­ნი­ე­როდ (თუ ამ ამ­ბავ­ში შე­იძ­ლე­ბა რამე იყოს სა­ბედ­ნი­ე­რო), ჩემი სამ­სა­ხუ­რი ამ­ბობს და აცხა­დებს იმას, რისი იმე­დიც მქონ­და და რა­შიც ეჭვი არა­სო­დეს შემ­პარ­ვია – ჩვენ­თან ძა­ლა­დო­ბა არ მო­სუ­ლა და არც მისი რა­ი­მე ფორ­მით გა­მარ­თლე­ბა.

ამ მარ­თლა სა­ზა­რე­ლი ამ­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვა­მა­ყობ, რომ სხვა არ­ხე­ბი­ვით სი­რაქ­ლე­მის პო­ზი­ცია არ გვაქვს და არც არა­სო­დეს გვექ­ნე­ბა. ზუს­ტად ამი­ტომ ვარ/ვი­ყა­ვი ამ და არა რო­მე­ლი­მე სხვა არ­ხის თა­ნამ­შრო­მე­ლი.

ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, რომ ჩვე­ნი მზი­ა­ნი და კე­თი­ლი გა­და­ცე­მის ის­ტო­რი­ა­ში ასე­თი ამ­ბა­ვი ჩა­ი­წე­რა.

პ.ს. ბრა­ლი ჯერ არ დამ­ტკი­ცე­ბია და სი­მარ­თლეს გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს. ღმერ­თმა ქნას, ტყუ­ი­ლი აღ­მოჩ­ნდეს”, – წერს ელე­ნე მარ­გა­ლი­ტაშ­ვი­ლი.

შეგახსენებთ, რომ “მთავარმა არხმა” ლაშა ნაკაიძეს კონტრაქტი შეუწყვიტა და განაცხადა, რომ გმობენ ნებისმიერი სახის ძალადობას.

ცნობისთვის, შსს-მ „მთავარი არხის“ ტელეწამყვანის ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ გამოძიება 3 მუხლით დაიწყო.

როგორც “მეტრონომს” – ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ნ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დააკავეს.

126-ე მუხლი ძალდობას, 137-ე მუხლი გაუპატიურებას, 151-ე მუხლი კი მუქარას გულისხმობს.

ცნობისთვის, სამართალდაცველებმა სექსუალური ძალადობის ბრალდებით “მთავარ არხის” დილის გადაცემის წამყვანა ლაშა ნაკაიძე გუშინ დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას დასახმარებლად ახალგაზრდა ქალმა თავად მიმართა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისის რომელ მონაკვეთზე აიკრძალება გადაადგილება აგვისტოს ბოლომდე? – დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს
  • ათონის მთაზე 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
  • უბედური შემთხვევა ხონში – ტაძარში ფრესკის ხატვისას მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge