საქართველოში შოკოლადის იმპორტი რეკორდულად გაძვირდა – ინფორმაციას ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით გამოცემა BM. ge ავრცელებს და წერს, რომ ბოლო ხუთ წელიწადში საქართველოში იმპორტირებული შოკოლადის ფასი გაორმაგდა და თუ 2020 წელს 1 კილოგრამი შოკოლადის შემოტანა საშუალოდ 2.6 დოლარი ჯდებოდა, 2025 წლისთვის ეს ფასი 5.3 დოლარამდე გაიზარდა
ოფიციალური სტატისტიკით, 2026 წლის 10 თვეში საქართველომ 96.4 მილიონი დოლარის შოკოლადი იყიდა. მთავარი მომწოდებლები კვლავ რუსეთი და უკრაინა არიან – შოკოლადში დახარჯული ფულის ნახევარზე მეტი სწორედ ამ ორ ქვეყანაზე მოდის. ყველაზე იაფი შოკოლადი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოდის, ყველაზე ძვირი კი პოლონეთიდან
შოკოლადის გაძვირების მთავარი მიზეზი მსოფლიო ბაზარზე კაკაოს დეფიციტია – დასავლეთ აფრიკაში გვალვებმა და მცენარეთა დაავადებებმა მოსავალი გაანადგურა, რამაც კაკაოს ფასი რეკორდულად გაზარდა
