Monday, November 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 9 თვეში 190 მილიონი ლარი შევიდა

November 23, 2026
ქვეყანაში ახალი ჯარიმები დაწესდება – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი მუხლების დამატება იგეგმება

საქართველოში ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლები იზრდება. გავრცელებული მონაცემებით, მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში ბიუჯეტში ამ გზით 190 მილიონი ლარი შევიდა, წლის ბოლომდე კი თანხამ შესაძლოა 250 მილიონ ლარს მიაღწიოს.

ჯარიმების მნიშვნელოვანი ნაწილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებს უკავშირდება. ამასთან, უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმების საერთო მოცულობა 3 მილიონ ლარს აღწევს.

ჯარიმებისა და დარიცხული საურავების გადახდა მოქალაქეთა ნაწილს უჭირს. მათ შორის არიან მძღოლები, რომლებიც დაგროვილი დავალიანების გამო ავტომობილების საჯარიმო სადგომებიდან გამოყვანას ვერ ახერხებენ.

“ჯარიმები არის ძალიან გაზრდილი და მოსახლეობას გვახრჩობენ. ყოველ გაჩერებაზე გამოდიხარ და უნდა იმოძრაო, არ უნდა გაჩერდე არსად, არ არის პარკინგი, მოძრაობა ყველამ კარგად იცის როგორ არის გადატვირთული. კორპუსები კი არ უნდა აშენებულიყო ტროტუარებზე, უნდა ეფიქრათ, პირიქით, გაგანიერებაზე” – ამბობს მოქალაქე.

“ჯარიმები გაზრდილია, ადმინისტრაციული ჯარიმები, ესეც კიდევ აწევს მოსახლეობას კისერზე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ნორმალური ადამიანისთვის ეს ყველაფერი, რაც დღევანდელი ჩვენი შემოსავლებიდან გამომდინარე არის, რთული გადასახდელია, ანუ არაადეკვატური ჯარიმებია” – ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.

ჯარიმებიდან საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას ოპოზიციაც აკრიტიკებს. „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი თამაზ დათუნაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ბიუჯეტის შევსებას მოქალაქეების ხარჯზე გეგმავს, მაშინ როდესაც სათამაშო ბიზნესისთვის დამატებით შეღავათებს აწესებს.

“თქვენთვის ყველაფერზე ფასი იზრდება, გადასახადების ფასი იზრდება, ახლა ჯარიმების ფასიც იზრდება და 88 მლნ-იან ბრუნვის სათამაშ ბიზნესს, რომელიც აუბედურებს ასობით და ათასობით ოჯახს ამ ქვეყანაში, მათ დამატებით შეღავათებს უწესებენ.

ეს განაცხადი, რომ 250 მლნ ლარი უნდა შემოვიდეს ჯარიმებიდან, ნიშნავს მარტივ რამეს, რომ სახელმწიფო აბსოლუტურად ყველაფრის ფასად დააორგანიზებს ამ თანხის ამოღებას საკუთარი მოქალაქეებისგან, – “ლელო – ძლიერი საქართელოს” წევრი ” – ამბობს თამაზ დათუნაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჯერ არაფერი არ ვიცით, ველოდებით, რომ მოვლენ, რაღაცას გვეტყვიან“ – რას აცხადებს ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებული
  • ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 9 თვეში 190 მილიონი ლარი შევიდა
  • ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულები ამბობენ, რომ ივანიშვილის დაპირების მიუხედავად, ჯერ არავინ შეხმიანებიათ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge