“მეგა ტვ” სოციალურ ქსელში 4 წლის ანიტა ლომიძის შესახებ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ანიტას დედა სოციალურ ქსელში წერს, პატარამ მძიმე სენის დამარცხება შეძლო.
“ გილოცავთ! მინდა გაგახაროთ და გითხრათ , რომ ანიტას ბიოფსიის პასუხი არის კარგი.
დიდება უფალს!!!
ანიტას კარგ მდგომარეობას შენარჩუნება სჭირდება ,ამიტომ მისი მკურნალობა კიდევ 1 წელი გაგრძელდება საქართველოში…
მოუწევს კონტროლზე ყოველ 1 თვეში თურქეთში ჩასვლა.
წინ კიდევ რთული და დიდი გზა აქვს…თუმცა
მომდევნო წლის სექტემბერში მის სრულიად გამოჯანმრთელებას ვიზეიმებთ.
3 წლის ანიტა ლომიძე შეეჭიდა ძლიერ ავადმყოფობას ,დღეს უკვე 4 წლის გამარჯვებული ბრუნდება სახლში.
ყველას გისურვებთ უფლის წყალობას.
მადლობა რომ ჩვენთან ერთად იზიარებთ ამ წუთებს“, – წერს ანიტას დეიდა
მას კიდევ ერთი წელი დარჩა სრულ გამოჯანმრთელებამდე, ამიტომ გთხოვთ არ შეწყვიტოთ მისი დახმარება.