Monday, November 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს, თუმცა ვრცელდება მისი განცხადება შეწყალებაზე, რომლითაც პრეზიდენტს მიმართა

November 23, 2026
საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს, თუმცა ვრცელდება მისი განცხადება შეწყალებაზე, რომლითაც პრეზიდენტს მიმართა

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა, აცხადებს, რომ პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს. ამის შესახებ მან საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ვრცელდება დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს მიმართა.

„მოგახსენებთ, რომ გასამართლებული ვარ დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლით. სასჯელის ზომად განმესაზღვრა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. ვაღიარებ და ვინანიებ რა ჩემ მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, მე სრულად აღვიქვამ ჩემ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და მის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, რაც სრულად მაქვს გაცნობიერებული. მიმაჩნია, რომ დანიშნულმა სასჯელმა გაამართლა მისი მიზნები, ვინაიდან მოხდა ჩემი რესოციალიზაცია და კანონმორჩილ პიროვნებად ჩამოყალიბება. ამასთან მაქვს დიდი სურვილი, მონაწილეობა მივიღო ჩემი სამშობლოს საქართველოს აღმშენებლობაში და გავხდე საზოგადოების ღირსეული წევრი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ განიხილოთ ჩემი თხოვნა და შემიწყალოთ“, – აღნიშნულია ჯავახიშვილის შეწყალების თხოვნაში, რომლითაც პრეზიდენტს 7 ოქტომბერს მიმართა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს. მათ შორის პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვეს ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, გიორგი მინდაძემ, გიორგი ოკმელაშვილმა, ანრი კვარაცხელიამ, დავით ლომიძემ. აღნიშნული პირები საპროტესტო აქციებზე სხვადასხვა ბრალდებით იყვნენ დაკავებული, მათ შორის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
  • ” საჭიროა შევისწავლოთ ბერძნული მაგალითი, რომლის შემთხვევაშიც ხდება ალტრუისტული სუროგაცია, ოჯახებს რომლებსაც არ უჩნდებათ შვილი, აქვთ საშუალება, ჰყავდეთ ალტრუისტული სუროგაციის მეშვეობით შვილი”- რას ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი
  • უკრაინას ეკუთვნის დამოუკიდებელი სტატუსი – ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge