ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის შს მინისტრისადმი გაგზავნილ ღია წერილს ეხმაურება:
“ტრადიციულად, სოსო გოგაშვილი იტყუება-ცილს სწამებს თემირლანის დედას, რომ საიდუმლოდ შეხვდა ვახტანგ გომელაურს. შეხვედრა ითხოვა გოგაშვილმა შუამავლის მეშვეობით და მერე დაიმალა.
თუ ვინმე აქეზებდა ვახას-ეს იყო სოსოს ტროლები. ჯერ ბარათი შეუგდეს კარავში, მისი შვილის მკვლელის სახელი გვარი და მისამართი გააგებინეს,
მერე ვინმე vera vera წერდა რომ სპეცოპერაციას პაატა ჯაჭვაძე ხელმძღვანელობდა და არა სოსო გოგაშვილი !
მისი ამოცანა იყო ვახა შურისძიებამდე მიეყვანა,სადაც მას ან მოკლავდნენ ,ან დაიჭერდნენ”, – წერს კილაძე.