Friday, November 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ანტიანექსიური პლატფორმა მიიჩნევს, რომ მინსკში ახალი პოლიტიკური არხის შექმნა სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

November 20, 2026
ანტიანექსიური პლატფორმა მიიჩნევს, რომ მინსკში ახალი პოლიტიკური არხის შექმნა სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

მინსკში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ მოადგილეებს შორის გუშინ გამართულმა შეხვედრამ აჩვენა, რომ საქმე გვაქვს არა აბაშიძე კარასინის-იგივე პრაღის არაფორმალური ფორმატის გაგრძელებასთან, არამედ სრულიად ახალი, მაღალი დონის პირდაპირი არხის შექმნასთან, – ამის შესახებ ანტიანექსიური პლატფორმის დამფუძნებლებმა, თეონა აქუბარდიამ და თეონამ აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათი თქმით, ეს განსაკუთრებით საგანგაშოა, მაშინ როცა რუსეთი საქართველოსგან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ითხოვს დეოკუპაციის გარეშე.

მათივე თქმით, ეს ყველაფერი აჩენს კითხვას – ხომ არ ხდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ნიადაგის მომზადება ისე, რომ დეოკუპაცია წინაპირობად აღარ უნდა განიხილებოდეს?

მინსკში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ მოადგილეებს შორის გუშინ გამართული შეხვედრამ აჩვენა, რომ საქმე გვაქვს არა აბაშიძე კარასინის-იგივე პრაღის არაფორმალური ფორმატის გაგრძელებასთან, არამედ სრულიად ახალი, მაღალი დონის პირდაპირი არხის შექმნასთან.

შეხვედრა ოფიციალურ გარემოში სახელმწიფო დროშების ფონზე გაიმართა და რუსეთმა მას ორი საგარეო უწყების ოფიციალური კონტაქტის სახე მისცა და არა არაფორმალური შეხვედრის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელთან, რაზეც ქართულ მხარეს არ ჰქონია პროტესტი.

ეს განსაკუთრებით საგანგაშოა, მაშინ როცა რუსეთი საქართველოსგან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ითხოვს დეოკუპაციის გარეშე. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: ხომ არ ხდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ნიადაგის მომზადება ისე, რომ დეოკუპაცია წინაპირობად აღარ უნდა განიხილებოდეს?

აქვე, მინსკის ფორმატის ყველაზე სერიოზული საფრთხე უსაფრთხოების და კონფლიქტის საკითხების ამ ახალ ფორმატში გადატანას უკავშირდება.

მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 2024 წელს მიხეილ გალუზინი ღიად აცხადებდა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები მინსკში უნდა გადატანილიყო, დღეს უკვე საქართველოს ხელისუფლება მართავს რუსეთთან ახალ პოლიტიკურ შეხვედრას სწორედ მინსკში და უშვებს უსაფრთხოების საკითხების განხილვას ამ ფორმატში. ამიტომ, ეს უკვე უბრალო დამთხვევა აღარ არის. ჩნდება რეალური საფრთხე, რომ მინსკში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პარალელური პოლიტიკური არხი ჩამოყალიბდეს — ზუსტად იმ მიმართულებით, რასაც რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობდა.

ჟენევის ფორმატი ერთადერთი მოქმედი საერთაშორისო მოლაპარაკების მექანიზმია, რომელშიც ევროკავშირი, გაერო და ეუთო მონაწილეობენ და სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, რუსეთის პასუხისმგებლობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილება. ამ საკითხების რუსეთთან ორმხრივ პოლიტიკურ ფორმატში გადატანა ასუსტებს საერთაშორისო ჩართულობას და საქართველოს მოლაპარაკების პოზიციებს საქართველოს სუვენეტიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ინტერესების გათვალისწინებით.

ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის გუშინდელი განცხადება, რომ რუსეთთან საუბრის შიში უნდა დავძლიოთ, პრობლემის არსს გვერდს უვლის. საქართველოს საზოგადოებას დიალოგის არ ეშინია. მთავარი კითხვაა, რა პირობებით მიმდინარეობს ეს დიალოგი, რა დღის წესრიგით და ვისი ინტერესების გათვალისწინებით.

შესაბამისად, ანტიანექსიური პლატფორმა მიიჩნევს, რომ მინსკში ახალი პოლიტიკური არხის შექმნა შეიცავს ჟენევის ფორმატის შესუსტების, რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხის უკანა პლანზე გადაწევისა და ოკუპაციის პოლიტიკის ნორმალიზების სერიოზულ საფრთხეს.

ამიტომ, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან მკაფიო პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

– რატომ დათანხმდა ქართული მხარე რუსეთს შეხვედრის მინსკში გამართვას?

– რატომ არ იმუშავა რუსეთთან ახალ ფორმატში შეხვედრის არა მინსკში, არამედ ჟენევაში ჩატარების შესაძლებლობაზე?

– რას მოიცავს რუსეთის მიერ ნახსენები “პრაქტიკული შეთანხმებები”?

– როგორ გაიმიჯნება ეს ახალი ფორმატი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისგან?

– რა გარანტია არსებობს, რომ ეს პროცესი არ ემსახურება ჟენევის ფორმატის შესუსტებასა და დიპლომატიური ურთიერთობების დეოკუპაციის გარეშე ნორმალიზებას?

მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები არ შეიძლება მოექცეს რუსეთის მიერ ნაკარნახევ პოლიტიკურ ჩარჩოში. რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დეოკუპაციის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხების გარეშე დაუშვებელია, – განაცხადეს ანტიანექსიური პლატფორმის დამფუძნებლებმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 3.5 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი
  • შეკითხვა არის მოხსნილი! ზედმეტის უფლებას საკუთარ თავს ნუ მისცემთ! პოლიტიკური განცხადებები საქმესთან შემხებლობაში არაა – რევაზ ნადარაია აფხაზებისა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე
  • კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ ტრაგედიას გადარჩენილი 3 წლის თაია მოინახულეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge