ირაკლი კობახიძემ, კახა კალაძემ და მიხეილ სარჯველაძემ ტრაგედიას გადარჩენილი 3 წლის და 9 თვის თაია მოინახულეს – ისინი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდნენ.
19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
