ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის დღევანდელ ჩვენებას ეხმაურება:
“ჩემს შვილებს, იმდენად არ უნახავთ და გაუგიათ ჩვენი კამათი, რომ გონიათ ზოგადად ცოლქმარი არ ჩხუბობს. რა თქმა უნდა ჩვენც ვჩხუბობთ. ოღონდ ცალკე , ჩვენთვის, და იქვე ვაგვარებთ… ბავშვს ასმენინო ეს მარაზმი, არ ვიცი რა ჩარჩოში ჯდება და კიდევ , მეორე ორსულობის მერე, როცა დიდი ხანი ვერ გავხდი , ხოჭო დამიძახა… რამდენის გამოძალვა შემიძლია?
რაც შეეხება ყველაფერს , რაც წავიკითხე , დედა არ გყავდა შვილო? ჩემს შვილს თმის ღერი რომ შეუქანდეს, არათუ გავაჩერებ მასთან, თმა არ შერჩება ფიზიონომიაზე”, – წერს სიჭინავა.
ცნობისთვის, ნეკა დოროყაშვილმა დღეს ჩვენებაში განაცხადა, რომ ბასილაშვილი მასზე სისტემატიურად როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.