“დედის მკვლელობაში ბრალდებულის მეგობარი, მოკლული ქალის პარტნიორი აღმოჩნდა” – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
მედიის ცნობით, შვილს საკუთარმა მეგობარმა უთხრა, რომ დედამისი პირად ურთიერთობას აიძულებდა.
ამასთანავე, შვილის მეგობარს გარდაცვლილი ქალი 150 000 ლარის დაბრუნებას სთხოვდა.
“რუსთავი 2-ის” ცნობით, შვილმა და მეგობარმა ქალი სამზარეულოში გაიტყუეს და ფანჯრიდან გადაგდებას გეგმავდნენ.
“მთავარი არხი” ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა თქვა დედის მკვლელობაში ბრალდებულმა შვილმა ჩვენებაში:
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აგვისტოს, თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჯგუფურად, შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შვილმა დედას დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა დაზარალებული შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.