მაშველებმა ქვემო ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის, 7 წლის ბავშვის ცხედარი ამოასვენეს.
ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.
დაღუპულებს შორის სამი ქალი, ერთი მამაკაცი და ორი ბავშვია.
19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
