ფონიჭალაში, დატრიალებულ ტრაგედიას სასწაულებრივად გადარჩენილი 3 წლის თაიას დედა, ნინო ჭელიძე ემსხვერპლა. მისი ცხედარი მაშველებმა ნანგრევებიდან დაახლოებით 12-საათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს.
„ყველაზე მძიმე ამბავი წინაა… თაია როცა დედიკოს მოიკითხავს და ვეღარ იპოვის…“, – წერენ სოციალურ ქსელში.
მაშველები ამ დრომდე ნანგრევებში ეძებენ თაიას დას, 7 წლის ნუცას.
19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
