ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი დღევანდელ ჩვენებაში ამბობს, რომ დედამთილი ბავშვს ეუბნებოდა: შენ, დედიკოს ჭუჭყიან მუცელში იჯექი, არ წახვიდე მათთან, იქ მგლები არიანო.
„ბავშვმა მითხრა, ესეც მითხრაო, შენ დედიკოს ჭუჭყიან მუცელში იჯექი და იმ სახლში არ წახვიდე, მგლები არიანო. ძაან შეშინებული იყო, მომიყვა, როგორც დაარტყა ნიკოლოზის დედამ თავში.
ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა ლუკას და შემდეგ გამოეწერა ნატალიას, ნიკოლოზის დედას შემაკავებელი ორდერი. ერთხელ ჰყავდა ნიკოლოზს ბავში წაყვანილი და როდესაც მომიყვანა, ბავშვი იყო შარვლის გარეშე, ჩასველებულ მდგომარეობაში.
იყო მშიერი. მითხრა, მეო ნიკოლოზმა ვიღაც გოგო გამაცნოო, სახელი მითხრა, აღარ მახსოვს და ასე მითრაო, რომ ეს შენი მეორე დედა არისო. მეუბნებოდა შემდეგ, რომ ისინი იწვნენ საწოლზეო, კოცნიდნენ ერთმანეთს და მე ვუყურებდიო. ასევე ასე მითხრა ლუკამ, რომ ნიკოლოზმა მითხრა, რომ დედაშენი შენთან არ მარეკინებსო“, – ამბობს დოროყაშვილი.