ფონიჭალიდან, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, ჩვენს კლინიკაში დამწვრობით შემოსულია ახალგაზრდა მამაკაცი, 31 წლის. მას აღენიშნება სხეულის დაახლოებით 87 %-ის თერმული დამწვრობა. ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
