ფონიჭალაში ნანგრევებში ტყუპ დებს ეძებენ.
ნანგრევებში ასევე ეძებენ დედასა და 1 წლის შვილს. ადგილზე ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება
დღეს დილით ქვემო ფონიჭალაში, მეხუთე სართულზე გაზის აფეთქების შედეგად სადარბაზო ჩამოინგრა. ნანგრევებში ამ დრომდე 7 ადამიანს ეძებენ – მათგან სამი მცირეწლოვანი ბავშვია. ცნობილია, რომ ნანგრევებშია მოყოლილი დედა და მისი 1 წლის შვილი. მაშველებმა 4 პირის გამოყვანა მოახერხეს – ერთის მდგომარეობა მძიმეა – კლინიკაში შეყვანილ 31 წლის კაცს სხეულის 80%-ზე მეტი აქვს დამწვარი, დაზიანებული აქვს სასუნთქი გზებიც. კიდევ ორი დაშავებული დედა და მისი 11 წლის შვილი ინგოროყვას კლინიკაში არიან გადაყვანილები, ექიმების განმარტებით, ბავშვის მდგომარეობა ქალთან შედარებით მძიმეა
