Thursday, November 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 77 წლის მამაკაცის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

November 19, 2026
ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 77 წლის მამაკაცის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 77 წლის ვახტანგ ჩიქოვანის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჩიქოვანის ოჯახის ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი აცხადებს, დაკავებული მამაკაცი, გელა არობელიძე და ვახტანგ ჩიქოვანი წარსულში ერთმანეთს არ იცნობდნენ, მკვლელობის დღეს კი, სულ მეორედ, ჯერ რესტორანში შეხვდნენ, შემდეგ კი, შემთხვევის ადგილზე გადაინაცვლეს.

როგორც სვიმონიშვილი აცხადებს, ვახტანგ ჩიქოვანს ცივი იარაღით, დანით 5 ჭრილობა აქვს მიყენებული, დაშავებულია თავად დაკავებულიც.

ადგილი, სადაც მკვლელობა მოხდა, დაკავებული 67 წლის მამაკაცის საცხოვრებელი სახლის მიმდებარეა. თუ რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ეს ამ დროისთვის უცნობია. ადვოკატი ბიზნესდავას არ ადასტურებს.

„ამ ეტაპისთვის ცნობილია ის, რომ ეს ადამიანები წარსულში ერთმანეთს არ იცნობდნენ, ანუ ერთმანეთთან კომუნიკაცია პირველად, ახლო წარსულში მოხდა. გუშინ ისინი ერთმანეთს ერთ-ერთ რესტორანში შეხვდნენ, ისაუბრეს და შემდეგ წავიდნენ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე იმ ავტოფარეხში. შიგნით რა მოხდა, ამასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ბევრი სხვადასხვა ვერსია არსებობს და ყველა ვერსიის გადამოწმება მიმდინარეობს, ამიტომ კონკრეტულ პასუხს ვერც გამოძიება იტყვის და არც ჩვენ გავაჟღერებთ, რომ გამოძიების ინტერესებს ხელი არ შევუშალოთ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, გუშინ, მეორედ მოხდა მათი ერთმანეთთან პირადი კომუნიკაცია“, – აცხადებს სვიმონიშვილი.

ერთ-ერთ ვერსიაზე, რომ მკვლელობა შესაძლოა, მათ ბიზნესსაქმიანობას უკავშირდებოდეს, ადვოკატი პასუხობს, რომ „გარდაცვლილი ვახტანგ ჩიქოვანი ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესსაქმიანობაში აქტიურად აღარ იყო ჩართული“. თუმცა, სვიმონიშვილი იქვე დასძენს, რომ გამორიცხული არ არის, მომხდარი წარსულს უკავშირდებოდეს.

რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ საიდან აქვს დაკავებულს დაზიანებები, ვინაიდან ის კლინიკაშია მოთავსებული და არა იზოლატორში, ადვოკატი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში დაშავდა ბრალდებული.

„როგორც ვიცი, დაზიანება ხელის მტევანზე აქვს მიყენებული, თუმცა, კონკრეტულად, რა ვითარებაში, ან ვის მიერ მიიღო, ეს დადასტურებულად ჩემთვის ცნობილი არ არის“, – აცხადებს სვიმონიშვილი.

მისი თქმით, ადგილი, სადაც მკვლელობა მოხდა, დაკავებულის საცხოვრებლის მიმდებარედაა.

„ჩიქოვანი იქ არ ცხოვრობს, საბურთალოზე ცხოვრობს. დაკავებული ან უშუალოდ იმ კორპუსში ან მიმდებარედ ცხოვრობს, ვინაიდან დარაჯს სთხოვა, მათთვის ეს სივრცე დაეთმო, სადაც ეს შემთხვევა მოხდა. როგორც ცნობილია, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში თავად ბრალდებულმა დარეკა“, – განაცხადა სვიმონიშვილმა.

ცნობისთვის, 18 ნოემბერს, ყიფშიძის ქუჩაზე 77 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 67 წლის გელა არობელიძე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საყრდენი კედელი გადმოიხარა და კორპუსის ნგრევის საფრთხე რეალურია – შს მინისტრი
  • შემოყვანილია ორი დაშავებული, დედა-შვილი, ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა – გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
  • ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 77 წლის მამაკაცის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge