შს მინისტრი, სულხან თამაზაშვილი ამბობს, რომ ქვემო ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, შესაძლოა კორპუსი ჩამოინგრეს – თამაზაშვილის თქმით, შენობის საყრდენი კედელი გადმოიხარა, რის გამოც ნგრევის აფრთხე რეალურია.
“სამაშველო ღონისძიების პირობებში, დაახლოებით ნახევარი საათის წინ გადმოიხარა საყრდენი კედელი, შესაბამისად, წინა მხრიდან სამაშველო ღონისძებები შეჩერდა და უკნიდან მუშაობენ ბიჭები. ნგრევის საფრთხე რეალურად არის. აფეთქების მიზეზი და კერა და უშუალოდ იდენტიფიცირებულია. ეს გაზის გამათბობლის შედეგად მოხდა. მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გაზის გამათბობლის ჩართვას. კონტაქტურია და გვიყვება, რომ ღამე ჩავრთეო, შემდეგ გამოვრთეო და დილით ისევ ვცადე ჩართვა და მოხდა აფეთქებაო”, – ამბობს თამაზაშვილი.
