დათმობდით აფხაზეთს EU-ს ან ნატოს წევრობის სანაცვლოდ? – “ოცნების” მიერ დასმულ ამ შინაარსის კითხვას საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა.
კერძოდ, გიორგი კახიანმა დასვა კითხვა: “საკითხი, ასე რომ დადგეს და იყოს შემოთავაზება, რომ შესაძლებელი იყოს საქართველოს ევროკავშირში ან ნატო-ში ინტეგრაცია, ოღონდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმის ხარჯზე, ხელისუფლებაში რომ იყოთ, დაეთანხმებოდით თუ არა?” აქვე კახიანმა დასძინა, რომ აღნიშნულ კითხვას დაშვების დონეზე სვამს.
ენმ-ს წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა კითხვის ავტორს, გიორგი კახიანს უთხრა, რომ ასეთ კითხვის დაშვებაც კი საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის.
“საერთოდ ეს ჭკუათმყოფელის შეკითხვაა? რომელი ხელისუფლების დროს დაისმებოდა სერიოზულად ეს შეკითხვა?” -ა სეთი იყო ნიკა გვარამიას რეპლიკა მოსარჩელის კითხვაზე.
გახარიას გუნდის წევრმა, ანა ბუჩუკურმა კი “ოცნებას” უთხრა, რომ ეს კითხვა პირდაპირ კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს.
ზაზა ბიბილაშვილი: აბსურდულია კითხვა, მსგავს დაშვებას უკვე კონკრეტული საფრთხის დონეზე წარმოაჩენენ საქართველოში რუსეთთან დაკავშირებული ძალები მხოლოდ. ეს გამოხატავს მათ დამოკიდებულებას ევროინტეგრაციის მიმართ . ამ კითხვის მიზანი იყო, რომ ეს გაეჟღერებინათ აქ. ამ გაჟღერებას დაეფუძნება მერე ლავროვის შექება, სიმონიანის შექება, დუგინის შექება.
არჩილ გორდულაძე: გავიგეთ, რომ დაგიწერთ მერე მიხეილ სააკაშვილი, რომ კარგი კლასი აჩვენეთო, რა უბედურებაა.
ნიკა გვარამია: ამინდის პროგნოზზე ხო არ გავაკეთო კიდევ კომენტარი. დაშვებებზე კომენტარის გაკეთება მე არ ვიცი, სად მოგისმენიათ საერთოდ. როგორ შეიძლება, ნატოში ჯერ რა უნდა გაწევრიანდეს კაცო, სახელმწიფო დავშალოთ და მერე გავაწევრიანოთო? ამის მოლოდინი ვის აქვს საერთოდ, საერთოდ ეს ჭკუათმყოფელის შეკითხვაა? რომელი ხელისუფლების დროს დაისმებოდა სერიოზულად ეს შეკითხვა?
ლევან სამუშია: ვერც კი წარმომედგინა, რომ ამ დარბაზში და მსგავსი სახით და საერთოდ ხელისუფლების პირობებში და ნებისმიერი მოქალაქეი პირობეში, მსგავსი კითხვა შეიძლება გაჟრერებულიყო. ეს კითხევბიც კი ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულია და საშიშია – ამას რუსეთი უყურებს.
ანა ბუჩუკური: აი ამ საკითხის ასე ფორმულირება არის რუსული ნარატივი. ისეთი საკითხი დააყენა, ასე საკითხს სვამს მხოლოდ ოკუპანტი სახელმწიფო.
